კორპორაციული წარმომადგენლობა ინტერნეტში

ავტორი


ლია ჯანაძე

კატეგორია

ინტერნეტი, ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული კომერცია
სტატიის გადმოწერა

კორპორაციული წარმომადგენლობა ინტერნეტში

ლია ჯანაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
Lia.janadze@mail.ru

ანოტაცია: ნაშრომში განხილულია კორპორაციული ვებ–საიტების დანიშნულება და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები. ნაშრომში მოცემულია კორპორაციული ვებ–საიტების კლასიფიკაცია. ნაშრომში განხილულია საქართველოში კორპორაციული ვებ–საიტების განვითარების თანამედროვე მდგომარეობა.
საკვანძო სიტყვები: კორპორაციული ვებ–საიტები, ინტერნეტი, კორპორაციული ვებ–საიტების კლასიფიკაცია.

I. შესავალი
დღესდღეობით კომპანიისათვის ინტერნეტში ვებ-წარმომადგენლობის არქონა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მის იმიჯს და საქმიანობას. კორპორაციული საიტის შექმნა კომპანიისათვის წარმოადგენს ეფექტური პრეზენტაციის შესაძლებლობას და მისი მომავალი განვითარების მთავარ პირობას. თანამედროვე ეტაპზე ინტერნეტი წარმოადგენს საიმედო და მომგებიან სარეკლამო მოედანს და არაა გასაკვირი, რომ კომპანიების ინტერესშია მაღალი ხარისხის ვებ–წარმომადგენლობის განთავსება მსოფლიო გლობალურ ქსელში. კონკურენციის ზრდის პირობებში იზრდება კორპორაციული ვებ–საიტების მიმართ წაყენებული მოთხოვნები. დღესდღეობით კორპორაციული ვებ–საიტი იოლად უნდა იძებნებოდეს საძიებო სისტემებით, გააჩნდეს ექსკლუზიური და მიმზიდველი დიზაინი, მიაწოდოს აუცილებელი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია კომპანიის პროდუქციაზე და გააჩნდეს სრულყოფილი ნავიგაციის შესაძლებლობა.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google