მონაცემთა ბაზის მოდელირება

ავტორი


ზურაბ ხურცია

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება
სტატიის გადმოწერა

მონაცემთა ბაზის მოდელირება
ზურაბ ხურცია
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
khurtcia@mail.ru

ანოტაცია–სტატიის მიზანს წარმოადგენს საგნობრივი არეს გაანალიზების საფუძველზე მონაცემთა ბაზის მოდელირების პროცესის განხილვა და მისი რეალიზება, რომელიმე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაზე (მბმს) დაყრდნობით.

საკვანძო სიტყვები – მონაცემთა ბაზა, მოდელირება, მართვის ინტერფეისი.

შესავალი
თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ეფექტური მართვის გარეშე. მთავარ კატეგორიას განეკუთნება ინფორმაციის დამუშავების სისტემა, რომელზედაც დამოკიდებულია ნებისმიერი ფირმის ან დაწესებულების ეფექტური მუშაობა. ასეთმა სისტემამ უნდა შეძლოს:
მიიღოს მუშაობის შედეგად საერთო ან დეტალიზირებული ანგარიშები;
ყოველგვარი შეფერხების გარეშე, კრიტიკულ დროში, ინფორმაციის მიღება;
შეასრულოს მონაცემთა ზუსტი და სრული ანალიზი.
ასეთ სისიტემას განეკუთვნება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა (მბმს), რომლებიც დღეისათვის ბაზარზე ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. მათი არჩევა დამოკიდებულია მონაცემთა ბაზის სირთულეზე, გამოყენების სფეროზე და სხვა.
მბმს მიღებამდე აუცილებელია განვიხილოთ თვით მონაცემთა ბაზის მოდელები და მისი პროექტირების ზოგადი ასპექტები.
ნახ.1–ზე წარმოდგენილია მოდელირების პროცესი და მონაცემთა ბაზის რეალიზაციის ბლოკ–სქემა.
მბმს მიღება იწყება საგნობრივი არეს აღწერისა და გაანალიზების საფუძველზე. კვლევის მიზანია–გაირკვეს ყოველთვის აუცილებელია თუ არა, რთული მოდელის აგებით დავიდეთ მბმს–მდე, და როდის არის შესაძლებელი მაღალი დონის მოდელების აგების გარეშე შევქმნათ მბმს.

მონაცემთა ბაზის შექმნა
ლიტერატურის [1-5] გაანალიზების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ რთული მონაცემთა ბაზის განხილვის დროს აუცილებელია შეიქმნას მაღალი დონის მოდელები: ისეთები, როგორიცაა ობიექტ–ორიენტირებული ან ობიექტ–როლური მოდელი. ეს პროცესი სრულ გარანტიას იძლევა მასზედ, რომ არ იქნას დაშვებული რაიმე უზუსტობა მონაცემთა ბაზის რეალიზაციაში. თავის მხრივ ამ მოდელების აგება დამოკიდებულია თვით მოდელირების პროცესის კარგ ცოდნასა და გამოცდილებაზე. ფირმას Microsoft წარმოდგენილი აქვს პროგრამული პაკეტი Ms Visio, რომლის გამოყენებით შესაძლებელია ბაზის მოდელირების პროცესის
სრული ავტომატიზაცია. ობიექტ–როლური მოდელიდან, არსთა–დამოკიდებულების
მოდელის, რელაციური სქემისა და მბმს მიღება [4]. როდესაც საქმე გვაქვს შედარებით მარტივ მონაცემთა ბაზასთან, მაშინ შესაძლებელია განვიხილოთ არსთა–დამოკიდებულების მოდელი–რელაციური სქემა– მბმს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სტატიაში განვიხილე კონკრეტული მონაცემთა ბაზა– „ჟურნალი“.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google