ელექტრონული მთავრობა და სოციალური მედია

ავტორი


რატი აბულაძე

კატეგორია

ინტერნეტი, ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული კომერცია
სტატიის გადმოწერა

ელექტრონული მთავრობა და სოციალური მედია

რატი აბულაძე
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
rati.abuladze@gmail.com

ანოტაცია: ელექტრონული მმართველობის იმპლემენტირებისას მთავრობისა და საზოგადოების სტრატეგიული ინსტრუმენტია სოციალური მედია. მოცემულ სტატიაში განხილულია სოციალური მედიის გამოყენება სახელმწიფო სექტორში. ძირითად მიგნებას წარმოადგენს სოციალური მედიის პოლიტიკის განვითარება, სოციალური მედიის გამოყენება ე-მთავრობის მიზნების რეალიზებაში, სოციალური მედიის როლი მმართველობით საქმიანობასა და პოლიტიკაში, მისი ფასეულობა საზოგადოებრივი ფასეულობის შექმნაში.

საკვანძო სიტყვები: ელექტრონული მთავრობა, სოციალური მედია, სოციალური ქსელი .

I. შესავალი
ე-მთავრობის ეპოქაში, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის, დემოკრატიული გარემოს ფორმირებისა და სტაბილურობის ხელშემწყობ, სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს ე-მთავრობის განვითარება. იგი აძლიერებს მაკროეკონომიკურ გარემოს, ნაციონალურ კონკურენტუნარიანობას, რაციონალური ძალისხმევით აადვილებს მიზნობრივ ელექტრონულ ცვლილებებს, ხელს უწყობს მართვის პროცესების სრულყოფას, სტიმულირებს საზოგადოებრივი ფასეულობის გაფართოებას, გამჭვირვალობას, ეფექტიანობას, ქმედუნარიანობას. ე-მთავრობა ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, ორგანიზაციული და სოციალური მიზნებისათვის აქტიურად იყენებს web 2.0 ინსტრუმენტებს.
ე-მთავრობის გარემოში ინსტიტუტებისა და პოლიტიკის ადაპტირებული მართვა მიმართულია ინდივიდუალურ პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების/ინსტიტუტების ურთიერთქმედებასა და კომუნიკაციაზე, მართვის პროცესების ტრანსფორმაციაზე, მართვის ადაპტირებული სისტემების თვითორგანიზებაზე, რაც, როგორც სოციალური ქსელი – ჯგუფებითა და მონაწილეებით, ეფუძნება ცოდნის სხვადასხვა სისტემებს, საზოგადოებრივი ცოდნისა და განვითარების გამოცდილებას [ ]. აღნიშნულ გარემოში ე-მთავრობის საქმიანობის მამოძრავებელი კომპონენტი/ინსტრუმენტია სოციალური მედია, რომელიც წარმოდგენილია რამდენიმე საკვანძო შესაძლებლობით: დემოკრატიული ჩართულობა, ერთობლივი საქმიანობა, კლაუდსორსინგის გადაწყვეტილებები და ინოვაციები [ ].
ახალი ეპოქის გამოწვევას წარმოადგენს ე-მთავრობის programis farglebSi სოციალური მედიის, web-ტექნოლოგიების, მობილური ტექნოლოგიების, მობილური მთავრობის ინიციატივების, მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისი ღია და გამჭვირვალე მთავრობის პოლიტიკის კომბინაციის ფორმირება.
Waseda University-ის 2012 წლის საერთაშორისო ე-მთავრობის კვლევის თანახმად, ე-მთავრობის განვითარების ახალ ტენდენციებს წარმოადგენს: სოციალური მედია, Cloud Computing, დიდი მონაცემი, ბიზნეს უწყვეტობის გეგმა, ციფრული ჩართვა, კიბერ უსაფრთხოება და მობილური მთავრობა [ ].
მთავრობისათვის სოციალური მედია წარმოადგენს ახალ და რთულ სტრატეგიულ, პოლიტიკურ და მმართველობით საკითხს, რომელიც აუმჯობესებს ე-მთავრობის მუშაობას, იწვევს რადიკალურ ცვილებებს და წარმოადგენს დემოკრატიის განმტკიცების ინსტრუმენტს. სახელმწიფო დაწესებულებები სოციალურ მედიას იყენებს სახელმწიფო მომსახურების გაუმჯობესების, დანახარჯების შემცირების, გამჭვირვალობის ამაღლების, მომსახურების პრომოუშენის, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის, უკუკავშირის, კონტროლის, სოციალური ინტეგრაციის, მოქალაქეების ინფორმირებისა და დაკმაყოფილების მიზნით [ ].
world wide web-ში არსებული სოციალური მედიის გარემოდან შეიძლება გამოვყოთ ინფორმაციის გაცვლისა და გაზიარების საიტების 3 ტიპი: პირველი ტიპი დაფუძნებულია მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებაზე. ეს ტიპი ფოკუსირებული არა სოციალური პროფილის შექმნაზე, არამედ ოპერირდება ინფორმაციის ატვირთვასა და მომხმარებლის შეტყობინებებზე. მეორე ტიპი ეფუძნება სოციალური ქსელის აგებას, რომლის მეშვეობით ინფორმაცია ინახება პროფილზე (კერძოდ: საზოგადო ინფორმაცია, სურათები, მეგობრების შეტყობინებები, საკუთარი შეტყობინებები). აქ ინტერნეტ-მომხმარებელი განიხილება, როგორც „არხი“, რომელიც ინტეგრირებულია ინფორმაციულ საზოგადოებასთან. მესამე ტიპი ეფუძნება არა სოციალურ ცხოვრებას, არამედ სამუშაო ცხოვრებას. მისი ონლაინ პროფილი ფოკუსირებულია ბიზნეს გარემოზე [ ].
სოციალური მედია განსაკუთრებულ როლს თამაშობს ონლაინ ურთიერთქმედებასა და ცოდნის ორგანიზაციაში. სოციალური მედიის web-საიტები დომინირებადი მოთამაშეა სოციალურ მედია სივრცეში. მაშინ, როცა მთავრობა მუშაობს ცენტრალიზებულად, იერარქიული მანერებით, იმავე დროს საზოგადოებრივი მუშაობა ქსელის მეშვეობით სუსტი კავშირისაა ინფორმაციის გაცვლისა და პრობლემების გადაჭრისთვის. სოციალური მედია აადვილებს ქსელური გზით საზოგადოებრივ სამუშაოს და წარმოდგება ძლიერი კავშირებით. მის საფუძველს წარმოადგენს ურთიერთობა, რომელიც ეფექტიანი გზებით უზრუნველყოფს საზოგადოებასთან კომუნიკაციას [ ].
ე-მთავრობისა და ICT-ის ახალი შესაძლებლობები წარმოდგენილია სოციალურ მედიასთან წვდომის უზრუნველყოფით – კონტენტი და ურთიერთქმედება, რომელიც იქმნება მომხმარებელთა სოციალური ურთიერთქმედების მეშვეობითა და web-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების წვდომით. სოციალური მედია მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომელიც ასოცირდება ისეთ ცნებებთან, როგორიცაა: მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი, წყაროების ნაკრები, web 2.0 [ ].
სოციალური მედიის სწრაფ ზრდას ხელს უწყობს სოციალური მოთხოვნილებები, ადამიანურ ქსელზე დამოკიდებულება, სწრაფი ინტერაქტიული კომუნიკაციის აუცილებლობა, კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ მულტიმედიის გამოყენების საჭიროება. იგი ინფორმაციული საზოგადოების პლატფორმაა, რაც ე-მთავრობის პროგრამების გაცნობის, სიახლეების ინფორმირების, კომუნიკაციის, უკუკავშირის ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი მეთოდია.
სოციალური მედიის პოტენციალი აუმჯობესებს ე-მთავრობის ათვისებასა და ე-მთავრობის პროგრამების სტიმულირებას. სოციალური მედიის საიტებზე მთავრობის წარდგენა მოქალაქეებში ამტკიცებს ნდობას, ურთიერთობაში – გამჭვირვალობის აღქმას, რადგან საზოგადოებისათვის გაცილებით დამაჯერებელსა და სანდოს ხდის მძლავრი კომპონენტის მულტიმედიის გამოყენება/მითითება, ტექსტი, ვიზუალური და ხმოვანი ინფორმაცია.
სოციალური მედია წარმოადგენს `საზოგადოებრივ სფეროში~ ჩართულობის საკვანძო ელემენტს, რომელიც დაინტერესებული მხარეებისათვის მთავრობას ქმნის უფრო გამჭვირვალესა და ინტერაქტიულს[ ].
სოციალური მედია ფართო შესაძლებლობების ფანჯარაა, რომელიც დროის გარკვეულ პერიოდში მთავრობას შესაძლებლობას აძლევს ყოველმხრივ განიხილოს მმართველობით საქმიანობა და პოლიტიკა, შეცვალოს პოლიტიკა და პროცედურები იმ სახით, რომ გააუმჯობესოს მთავრობის საქმიანობა [ ].
სოციალური მედია უფრო კომუნიკაციის ინსტრუმენტია, ვიდრე IT დანართი. იგი მრავალფეროვანი ინსტრუმენტების ნაკრებია, რომელიც სოციალური კომუნიკაციის მრავალფეროვან საჭიროებას ემსახურება, კერძოდ: ინდივიდუალურ პირებს ადამიანთა ქსელის ადვილად მოხმარების შესაძლებლობას აძლევს; ის უფრო ინტერაქტიულია ვიდრე უბრალოდ შეტყობინების ტრანსლაცია; წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს, რადგან იყენებს, როგორც ტექსტს, ისე აუდიო და ვიდეო (მულტიმედია) ფორმატს;
სოციალური ქსელი არსებობს, როგორც კერძო, სახელმწიფო და არაკომერციულ ორგანიზაციებში, ისე მათ შორის.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google