ელექტრონული ბიბლიოთეკა

ავტორი


ზურაბ ხურცია

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება
სტატიის გადმოწერა

ელექტრონული ბიბლიოთეკა

ზურაბ ხურცია
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
khrtcia@mail.ru

ანოტაცია – სტატიის მიზანს წარმოადგენს ბიბლიოთეკების მუშაობის ნაწილობრივი ან სრული ავტომატიზაციის სახითხების განხილვა, კართოთეკების შექმნა, ინფორმაციის საგნობრივი ძიების შესრულება აბონენტთა მოთხოვნების მიხედვით. ელექტრონული ცნობარების შედგენა. ბიბლიოთეკიდან გატანილი და დაბრუნებული წიგნების სრული კონტროლი. საბოლოოდ, პროგრამული პროდუქტის ,,ელექტრონული ბიბლიოთეკა’’- მონაცემთა ბაზის შექმნა.

საკვანძო სიტყვები – მონაცემთა ბაზა, ელექტრონული ბიბლიოთეკა, მართვის ინტერვეისი.

შესავალი

XXI საუკუნის დასაწყისიდან მოხდა ინდუსტრიული საზოგადოებიდან ინფორ-მაციულ საზოგადოებაზე გადასვლა. რომელიც სულ უფრო ფართოდ იყენებს კომპიუტერიზებულ შრომის იარაღს და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.
ასეთ საზოგადოებაში ინფორმაცია ადამიანის მოღვაწეობის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია, შესაბამისად ბიბლიოთეკებს თავიანთი საინფორმაციო პოტენციალით საინფორმაციო ინდუსტრიის განვითარების პროცესში შეუძლიათ შესვლა. ბიბლიოთეკაში არსებული ფონდების გაახლება, ახალი პროდუქციის შექმნა, აბონენტთა მომსახურეობის ახალი ფორმების დანერგვა. ყველაფერი ამის მიღწევა შეიძლება, თუკი ბიბლიოთეკები შეასრულებენ მის შიგა პროცესების სრულ ან ნაწილობრივ ავტომატიზაციას.
თანამედროვე პირობებში ბიბლიოთეკებს უჭირთ ძირითადი ფუნქციების შესრულება: ახალი ფონდების შექმნა, ბიბლიოგრაფიული და სააბონენტო მომსახურეობა. ყოველივე აღნიშნულის მოგვარება შესაძლებელია ბიბლიოთეკებში კომპიუტერული ტექნოლო-გიების დანერგვით და იქ მიმდინარე პროცესების ავტომატიზებით.
აქ უნდა განვასხვავოთ მცირე, საშუალო და დიდი მოცულობის ბიბლიოთეკების მუშაობის თავისებურებები: ერთ-ერთი საკითხია ინფორმაციის მოძიების სიჩქარის ამაღლება. მცირე ფონდის მქონე ბიბლიოთეკებში ინფორმაციის ხელით ძებნა არ საჭიროებს დიდ დროს, ხოლო საშუალო და დიდი მოცულობის ბიბლიოთეკებში ეს პროცესი გართულებულია. ამას გარდა მნიშვნელოვანია შემდეგი შესაძლებლობები:
1.მონაცემთა ერთჯერადი შეტანა და მათი მრავალმიზნობრივი გამოყენება დოკუმენტების მოსაძებნად.
2.მონაცემთა განსხვავებული ნიშნებითა და თვისებებით ძებნა.
3.სხვა ბიბლიოთეკების კატალოგებში ძებნა ინტერნეტით.
4.ყველა პროცესის (აბონენტთა მომსახურე-ობის ჩათვლით) ავტომატიზებული მართვა.
5.საბიბლიოთეკო კატალოგების არქივაცია და საიმედო შენახვა.
6.ახალი და ძველი ფონდების დამუშავება და შენახვა.
რეალურად ეს ნიშნავს ბიბლიოთეკების მთელი ფონდის ავტომატიზებულ დამუშავებას. თანამშრომლების გამონთავისუფლებას კართოტეკის შექმნის, შეკვეთების საღრიცხვო დოკუმენტების მომზადების მძიმე შრომისაგან; წიგნების მონაცემთა ბაზის შექმნას; თემატური არქივების შექმნისა და კოპირების ოპერაციების განხორციელებას.
მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების მეშვეობით შეიძლება ინფორმაციის საგნობრივი ძიების შესრულება აბონენტთა მოთხოვნების მიხედვით; პერიოდული და საინფორმაციო გამოცემების მონაცემთა ბაზის მომსახურეობა; ელექტრონული ცნობარების შექმნა; ძებნის სხვადასხვა ვარიანტების უზრუნველყოფა; გაცემული წიგნების კონტროლი; აბონენტთა და მათი ფორმულიარების აღრიცხვა; გატანილი წიგნების დაბრუნების ვადის კონტროლი;

ბიბლიოთეკაში დროის მიმდინარე მომენტში ნებისმიერი წიგნის რაოდენობის ზუსტი ცოდნა; ასევე ბიბლიოთეკის აბონენტთა გასვლა ჩვენი ქვეყნის და მსოფლიო ბიბლიოთეკათა საინფორმაციო სივრცეში.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google