დებიტორული დავალიანების მართვა

ავტორი


მანანა ჭუმბურიძე, ლია ჯანაძე

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება
სტატიის გადმოწერა

დებიტორული დავალიანების მართვა

მანანა ჭუმბურიძე1, ლია ჯანაძე2
1,2 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
1mchumburidze@mail.ru,2 lia.janadze@mail.ru

ანოტაცია – ნაშრომში წარმოდგენილია, საკრედიტო ორგანიზაციის დებიტორული დავალიანების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზების მართვის პროგრამა Ms Acsess-ისა და ვიზუალ C++ ინსტრუმენტალიების გამოყენებით. კერძოდ, პროგრამის საშუალებით შესაძლებელი ხდება დინამიურ რაჟიმში აღირიცხოს დებიტორის მიერ გატანილი კაპიტალი მისთვის საჭირო დროის ნებისმიერ მომენტში და მის მიერვე გადახდილი პროცენტი მხოლოდ იმ მომენტისთვის გამოყენებულ (ათვისებულ) თანხაზე.

საკვანძო სიტყვები – დებიტორი, კრედიტორი, მონაცემთა ბაზა.

I. შესავალი

საკრედიტო ორგანიზაცია კლიენტებს სთავაზობს გრძელვადიანი საკრედიტო ხაზით მომსახურეობას. საკრედიტო ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს ფინანსური რესურსების ეფექტური მართვა, რაც თავის მხრივ მოიცავს დებიტორებისა და კრედიტორების ანგარიშების კონტროლს. ფინანსური პრობლემების შედეგად გაკოტრების საშიშროება თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. არასწორი დაგეგმვა, რესურსების ზედმეტი ხარჯვა, დანაზოგების შემცირება, მზარდი კრედიტები – ეს ის ფაქტორებია, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობაზე. ფირმისთვის მეტად აქტუალურია საბრუნავი კაპიტალის ეფექტიანობის ამაღლება, რაც პირდაპირ კავშირშია ფულის ბრუნვადობის ეფექტურ მართვასთან. ამიტომ ორგანიზაციისათვის მეტად აქტუალურია დებიტორული დავალიანების ეფექტური მენეჯმენტი, რაც საკრედიტო ორგანიზაციას საშუალებას აძლევს აწარმოოს დანახარჯების მუდმივი კონტროლი, უზრუნველყოს კაპიტალის ეფექტიანობის ამაღლება და სავალუტო ბირჟაზე გააფართოოს სერვისების შეთავაზების სამომხმარებლო ქსელი.

II. საკრედიტო ფირმის დებიტორული დავალიანების მენეჯმენტის პროგრამა

ნაშრომში წარმოდგენილია, საკრედიტო ფირმის დებიტორული დავალიანების მენეჯმენტის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზების მართვის პროგრამა Ms Acsess-ისა და ვიზუალ C++ ინსტრუმენტალიების გამოყენებით[1,2,3].
ამოცანის გადაწყვეტის პირველ ეტაპზე ხდება Ms Access-ში რელაციური მონაცემთა ბაზის აგება. სადაც ასახულია ინფორმაცია საკრედიტო ფირმის კლიენტებზე მათი პირადი მონაცემების, ადგილმდებარეობისა და სატელეფონო კავშირების მიხედვით.
ამოცანის გადაწყვეტის მეორე ეტაპზე ხდება ვიზუალ C++ ტექნოლოგიების გამოყენებით Ms Accses-ზე მიმართვის კოდების საფუძველზე მონაცემთა ბაზის მართვის ინტერფეისის აგება. სამომხმარებლო ინტერფეისი შედგება სამი სადიალოგო ფანჯრისაგან: პირველი ფანჯარა-ახალი დებიტორი (სურ.1) შედგება ორი სექციისაგან:
პირველ სექციაში წარმოდგენილია საკრედიტო ფირმის დებიტორების ამსახველი ცხრილი.
მეორე სექციაში წარმოდგენილია ცხრილის მართვის ღილაკები ვიზუალ C++-ში დაწერილი MS Access-ზე მიმართვის შესაბამისი კოდებით:
• ახალი დებიტორი;
• წაშლა;
• მონაცემის შეცვალა.
მონაცემთა შევსების ველები:
• სახელი;
• მისამართი;
• ტელეფონი.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google