ინტერნეტით ინოვაციის ხელშეწყობისათვის სტრატეგიის შერჩევა

ავტორი


არჩილ გეგუჩაძე

კატეგორია

ინტერნეტი, ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული კომერცია
სტატიის გადმოწერა

ინტერნეტით ინოვაციის ხელშეწყობისათვის სტრატეგიის შერჩევა
არჩილ გეგუჩაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
ელექტრონული ფოსტა: archigon@ymail.com

ანოტაცია – სტატიაში გადმოცემულია ინტერნეტით ინოვაციის, როგორც ძველი ტრენდის ანუ უკვე დაპატენტებული და აპრობირებული გამოგონების “ნოუ-ჰაუთი” ჩანაცვლების შედეგად წარმოქმნილი ახალი ტრენდის, მარკეტინგული კვლევისა და ინტერნეტით მის ხელშესაწყობად სტრატეგიის შერჩევის კანონზომიერებები.
საკვანძო სიტყვები – ინოვაცია, გამოგონება, “ნოუ-ჰაუ“, ტრენდი, კლასტერი, რეიტინგი, ლოგისტიკური მრუდები, მარკეტინგი, ხელშეწყობა, ტრანსფერი.

I. შესავალი
ინტერნეტით ხელშეწყობის მთავარი უპირატესობა არის საქონლის შესახებ მყიდველის სუბიექტური აღქმის ამაღლება და მიმართულია გაყიდვების ეფექტურობის ამაღლებისაკენ [1, 2].
ინტერნეტის ქსელი იძლევა ინფორმაციის გავრცელების შეუზღუდავ შესაძლებლობას და, როგორც განმარტავენ ბ. უზი და შ. დანლაპი, წარმოადგენს „დამთვალიერებლის ყურადღების მიპყრობისა და რეკლამისგან ან ასობით სხვა ხერხისაგან მოგების მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებას“ [2]]. ეს, რაც შეეხება სოციალური ქსელების შემქმნელებს, ხოლო რიგითი მომხმარებლისათვის, შესაძლებელია კომერციული [3] და სოციალური ქსელებით სარგებლობა, როცა საჭირო ხდება სამეცნიერო მიღწევასთან, ან გამოგონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება [4]. განსაკუთრებით, გამოგონებასთან მიბმულია ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები. გამოგონებასთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებები კი წარმოიქმნება მაშინ, როცა გამოჩნდება გამოგონებით დაინტერესებული მეორე პირი, რომლის მოძიება შესაძლებელია ინტერნეტის, მათ შორის სოციალური [5], ქსელებით [6], მაგრამ დიდია „ნოუ-ჰაუს“ ნაადრევად გამჟღავნების საფრთხეებიც, რაც ქმნის ინოვაციური ტექნიკური ინფორმაციის დაცულობის უზრუნველმყოფ სტრატეგიათა შერჩევის ახალი მეთოდების საჭიროებას.
II. საინოვაციო გარემოს კვლევა
ხელშეწყობა, საჭიროების მიხედვით, ხდება კომერციული და არაკომერციული ფორმებით; ამოცანა მდგომარეობს ამ ორივე ფორმის შერწყმის ოპტიმიზაციაში[7] “ფეისბუკზე” [4, 5 და 6] “იუთუბიზე” [8], “პლუს-გუგლიზე” [9] შექმნილ საკუთარ და მიმდევართა (მხარდამჭერთა) ვებ-გვერდებზე [10] მიწოდებულ ძირითად ტექსტურ, სქემატურ და ანიმაციურ (ვიდეო) ინფორმაციულ მატარებლებთან წვდომით. არაკომერციული ფორმით ინოვაციათა ხელშეწყობის მოტივი ბევრ შემთხვევაში არის, საბოლოოდ ისევ კომერციულ ტრანსფერზე გადასვლა, რაც მიიღწევა რომელიმე სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით [11], საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის [12] მეშვეობით.
გამოგონების ინოვაციური აქტივის შეფასებისა და ბაზრის მოთხოვნების პროგნოზირებისათვის უნდა შედგეს სამუშაოთა გეგმა, მოხდეს მასალების შეკრება და ბაზრის მარკეტინგული ანალიზი; თეზაურუსი, ინოვაციური პროექტის ძირითადი ცნებები და უპირატესობები გადმოცემული უნდა იქნეს მაგალითებში; ხელშეწყობის ამ ეტაპზე ადვილად შესაძლებელია წამოიჭრეს რაიმე ფორმით ვიზუალიზაციის ანუ, რაიმე სახით დემონსტრირების (ვიდეო-რგოლი, ანიმაცია დ ა.შ.) საჭიროება; პრობლემა მდგომარეობს საცდელი ნიმუშის, ან მით უფრო – პროტოტიპის დამზადებაში, რაც ძალიან შრომატევადი და ფინანურად რესურსტევადი პროცესია. ხარჯებისა და დროის დაზოგვა შესაძლებელია პროტოტიპის ან საცდელი ნიმუშის ჩანაცვლებით მასშტაბური ტექნიკური მოდელით. მანამდე კი საჭირო ხდება შეფასება, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია შეთავაზებული ინოვაცია სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით; შესადგენია ტაქსონომიური ცხრილი, რომლითაც უნდა განისაზღვროს “პროდუქციის ტიპისა” და “კომპანიის ტიპის” თვისებათა შეთანწყობის კლასტერები [13].

სხვადასხვა წლებში გამოგონების ერთ კლასში წარდგენილი პატენტების დიაგრამიდან (ნახ.1) ჩანს, რომ მოცემული კლასტერის პატენტთა მაქსიმალური განვითარების ფაზა გავლილია და თემატიკა იმყოფება დასრულების სტადიაზე (სტაგნაციისა და პატენტთა სიჭარბის ფაზა).

1
ნახ.1. სხვადასხვა წლებში წარდგენილი პატენტების დიაგრამა.
თუკი ნახ.1-ის მიხედვით წითელი მრუდი იქნება შედარებული დიაგრამის საშუალო (საერთო) მაჩვენებელთან და შესაძლებელია დადგინდეს მოცემული (საკვლევი) ინოვაციური კლასტერის რეიტინგი საძიებელი წლების:

სადაც, – არის საკვლევი ინოვაციური კლასტერი, – საშუალო (საერთო) მაჩვენებელი. როცა K=1, მაშინ გვაქვს პროდუქციის სტაბილური მდგომარეობა ბაზარზე, როცა K≤1, მაშინ ინოვაციას ბაზრის ამ სეგმენტში არ აქვს აქტიური მოთხოვნა, ხოლო როცა K≥1, მაშინ ინოვაციას ბაზრის ამ სეგმენტში აქვს აქტიური მოთხოვნა. საინტერესოა საინოვაციო სტრატეგიის განსაზღვრა, როცა დაბალ ტექნოლოგიურ ქვეყანაში შექმნილი ინოვაციის რეიტინგი მსოფლიოს საპატენტო მონაცემთა ბაზის საერთო დონესთან შედარებით დაბალია – K≤1. ამ შემთხვევაში უპრიანია სხვა განვითარებადი ქვეყნების სტრატეგიული გამოცდილების გაზიარება; კერძოდ, უნდა იქნეს განხილული დარგობრივი ფირმების საინოვაციო გარემო. მაგალითად, განსახილველ ვადაში შერჩეული ფირმების პატენტების საერთო რაოდენობები შედარებულ იქნეს საკვლევი ინოვაციის თემატიკით მათივე პატენტების რაოდენობებთან (იხ. ნახ.2):

2

ნახ.2. საკვლევ ინოვაციათა და საერთო თემატიკის პატენტთა დიაგრამები სხვადასხვა ფირმბისათვის.

სადაც, – არის საკვლევი ინოვაციური კლასტერის ნაზრდი (5 ან 10 წლის დიაპაზონში), – საერთო მაჩვენებლის ნაზრდი (5 ან 10 წლის დიაპაზონში). აქ (პირობითად სამი ფირმის შედარებით) გვექნება რეიტინგის ისეთი შემთხვევები, სადაც ყოველთვის K≤1, მაგრამ K1≤K3≤K2 (სადაც პირობითად K1-არის SPINEA,Ltd-ის რეიტინგი, K3-არის Compudrive Corp.-ის რეიტინგი K2-არის Syncinetics, Inc.-ის რეიტინგი); ამიტომ ისინი განიხილება ისეთი დიფერენციაციით: ა) როცა ფირმის რეიტინგი K1 არის ყველაზე დაბალი, ამ შემთხვევაში ფირმისათვის შესაძლოა მოთხოვნადი იყოს ე.წ. შემოვლითი პატენტიც (უმნიშვნელო სიახლით); ბ) როცა ფირმის რეიტინგი K3 არის საშუალო, ამ შემთხვევაში ფირმისათვის მოთხოვნადი იქნება მხოლოდ პატენტი, რომელიც მსოფლიოს საპატენტო მონაცემთა ბაზის საერთო დონესთან შედარებით შეიცავს სიახლეს და რამდენადმე – საგამომგონებლო დონესაც; გ) როცა ფირმის რეიტინგი K2 არის ყველაზე მაღალი, ამ შემთხვევაში ფირმისათვის მოთხოვნადი იქნება მხოლოდ პატენტი, რომელიც მსოფლიოს საპატენტო მონაცემთა ბაზის საერთო დონესთან შედარებით გამოირჩევა არა მარტო სიახლით, არამედ – მაღალი საგამომგონებლო დონითაც.
ამის შემდეგ ტარდება საპატენტო ანალიზი: 1. ჯერ ხდება კონკურენტი პატენტების განმცხადებელთა მოძიება სისტემატიზაცია; 2. შემდეგ – კონკურენტი პატენტებიდან ხდება აქტუალური პატენტების შერჩევა;
ამ დროს პატენტის შეფასების ძირითადი მიდგომებია [13]:
1. დანახარჯების შესწავლა საწარმოო ხარჯების ანალიზის საფუძველზე;
2. შესაფასებელი პატენტის გამოყენების შედეგად მოსალოდნელი შემოსავლების განსაზღვრა.
ყველაზე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა სახით იქნება შესაძლებელი პატენტებიდან გამომდინარე აქტივებში არსებული პოტენციალის რეალიზაცია, რამდენადაც ხშირია შემთხვევები, როცა თუნდაც ძალიან პერსპექტიული საინჟინრო მოსაზრებები და გამოგონებები, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ ახერხებენ კონკრეტული პროდუქციის სახით ბაზრამდე მიღწევას. ამიტომ ამა თუ იმ გამოგონების ან ტექნიკურ გადაწყვეტათა კომპლექსის საბაზრო პერსპექტივების პროგნოზისათვის საპატენტო ანალიზის ჩატარებისას, საჭიროა არა მხოლოდ მათი პოტენციალის შეფასება, არამედ გასაანალიზებელი ბაზრის სეგმენტში მოქმედი კომპანიების გამოვლენაც და მოცემულ დარგში მათი საპატენტო აქტივობების განსაზღვრაც. გამოგონებათა კიდევ ერთი თავისებურებაა დაპატენტების შემდეგ მათი სასიცოცხლო ციკლის გავლა – დამახასიათებელი სამი ფაზით; ესენია – საწყისი, ძირითადი და დამაბოლოებელი ფაზები.

3

ნახ.3. ძველი და ახალი ტრენდების ურთიერთდამოკიდებულების დიაგრამები (სტაფფორდ ბირის „ლოგისტიკური მრუდები“).

საპატენტო სტრატეგიები სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ძლიერ განსხვავებულია და დამოკიდებულია ამა თუ იმ ფაზისადმი მათ კუთვნილებაზე. ქვეყნის, ფირმის, ან გამოგონების პროფილისა და ხარისხის მიუხედავად, განვითარების ეტაპების ასეთი მოდელისათვის დამახასიათებელია შეგუების პრობლემა, რაც გრაფიკულად აქვს აღწერილი სტაფფორდ ბირს და ეწოდება „ლოგისტიკური მრუდები“ (ნახ.4). გამოგონებების განვითარების მაგალითებში, რამდენადაც ტექნოლოგია ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოკვეთილი (გაურკვევლობები, სიძნელეები), ყოველთვის შეინიშნება ნელი დასაწყისი. შუა ფაზაში შეიმჩნევა სწრაფი ზრდა (აღმოჩენები ერთიმეორეს „მოსდევენ“) და შემდეგ დგება საკუთარ თეორიულ ზღვართან მიახლოების, ანუ ზრდის შენელების დრო. თუ მოცემული ტემატიკით გამოგონებების მიმდინარე მდგომარეობა იმყოფება სტაგნაციის უბანზე (ნახ.3-ზე ლურჯი წრე), მაშინ მიღებულია შეფასება, რომ მოცემულ თემატიკაზე არსებობს პატენტების სიჭარბე (ეს არის ინფლაციის პერიოდი). ასეთ ბოლო ფაზაში ბაზარი უკვე ჩამოყალიბებულია; ამიტომაც საჭირო ხდება ახალი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი ფორმატის გამოგონებათა ფორმულირება, რაც შექმნიდა იმის ჩვენების შესაძლებლობას, რომ ძველი ტრენდის ფონზე წარმოიქმნა ახალი ტრენდი (ნახ.3-ზე წითელი წრე). შესაძლებელია ამ გამოცდილების გაზიარება ინოვაციური პროექტის ხელშეწყობის პროცესში; ანუ, ძველი ტრენდის პრინციპით წარედგინება იმ ახალი გამოგონების სრულად გახსნილი ინფორმაცია, რომლის პატენტით მინიჭებული განსაკუთრებული უფლებამოსილებაც პოტენციური პარტნიორი ფირმის ტერიტორიაზე არ ვრცელდება; ხოლო, ახალი ტრენდის პრინციპით წარედგინება იმ ახალი გამოგონების არასრულად (ნაწილობრივ) გახსნილი ინფორმაცია („ნოუ-ჰაუ’), რომლის პატენტი ან გამოქვეყნებული არ არის, ან რომელზეც საერთოდ არ არის წარდგენილი საპატენტო განაცხადი. კერძოდ, გვექნება შემდეგი ვარიანტები:
1) როცა პარტნიორი ფირმა ჯერ კიდევ არ გამოხატავს დიდ დაინტერესებას, მაგრამ აქვს სურვილი, ახლოს გაეცნოს ინოვაციურ შეთავაზებას და არც არის განსაზღვრული საგარანტიო პირობები; კიდევ უფრო, თუ ასეთ საპარტნიორო ფირმასთან წინადადება ჯერ არ არის წარდგენილი, არამედ – არსებობს მხოლოდ პარტნიორობის შეთავაზების სტრატეგიული გეგმა, მაშინ მაშინ პირველი ტრენდი იქნება ისეთი საცდელი მოდელი (ნახ.3-ზე ლურჯი წრე), რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ გამოავლენს ინოვაციის უპირატესობის გამომხატველ მახასიათებლებს და ეს გაგრძელდება ძველი და ახალი ტრენდების დიაგრამათა მეორე გადაკვეთამდე, ხოლო ძველი და ახალი ტრენდების დიაგრამათა („ლოგისტიკური მრუდების“) პირველ გადაკვეთამდე იქნება მხოლოდ აღნიშნული საცდელი მოდელის დემონსტრაცია, დიაგრამათა („ლოგისტიკური მრუდების“) პირველ გადაკვეთაზე პარალელურად გამოჩნდება ახალი ტრენდის, ანუ იმ საცდელი მოდელის დემონსტრაცია, რომელიც უფრო სრულად გამოავლენს ინოვაციის უპირატესობის გამომხატველ მახასიათებლებს, ხოლო მეორე გადაკვეთაზე წყდება აქცენტების კეთება ძველ ტრენდზე და დგება აღმავალი ინფორმაციის სრულად მიწოდების ფაზა… და იმ შემთხვევაში,
2) თუ მიიღწევა პარტნიორი ფირმის საკმარისი კეთილგანწყობა საიმისოდ, რომ მან გამოხატოს მზადყოფნა, რათა განახორციელოს პროექტი, მაგრამ საჭიროებს დამატებით დასაბუთებებს, მაშინ ძველი და ახალი ტრენდების დიაგრამათა გადაკვეთებზე, ა) პირველი გადაკვეთა – ეს იქნება საცდელი მოდელის დემონსტრაცია, ბ) შუალედი – ეს იქნება კომპანიის არსებული პროდუქციის პარალელურად (ნახ.3-ზე ლურჯი წრე), პროტოტიპის შექმნა (ნახ.3-ზე წითელი წრე), საცდელი პარტიის ტექნოლოგიის დამუშავება და წარმოების მომზადება, გ) მეორე გადაკვეთა – ეს იქნება პილოტური პროდუქციის გამოშვება.
III. ინოვაციის ხელშეწყობა “ნოუ-ჰაუ”-ს სახით წარდგენილი პარასპინაკერიანი ზესწრაფი იახტა-კატამარანის მაგალითზე
ინტერნეტის მეშვეობით ხელშეწყობილი ავტორისეული პროექტის მიხედვით ნაჩვენებია შედეგზე ორიენტირებული ინოვაციის, როგორც ახალი ტრენდის – ჰორიზონტისადმი ძალიან დაბალი კუთხით დახრილი მზიდი ზედაპირის მაგალითი ახალი სპინაკერის თემაზე, რომლის მაქსიმალურ ეფექტს უზრუნველსაყოფს იახტა-კატამარანის მზიდი ზედაპირის ცენტრის, ფართისა და დახრის კუთხის ოპტიმიზაცია, მისივე შეწყვილებული კორპუსის წონასა და გაბარიტებთან, ასევე, მის გეომეტრიულ და მასების ცენტრებთან [8 და 9].
ჰორიზონტისადმი ძალიან დაბალი კუთხით დახრილი მზიდი ზედაპირი ქარის ზემოქმედებით ერთიდაიმავე დროს მოქმედებს, როგორც იალქანი და როგორც ფრთა ანუ ფრანი, რომელიც, გარდა წევის ძალისა, ავითარებს საკმაო ამწევ ძალას რომელიც ხელს უწყობს “ფრთისებრ იალქნიანი” იახტა-კატამარანის (იხ. ნახ.4) შეწყვილებული კორპუსის წყლიდან ნაწილობრივ ამოწევას და მის მიმართ წყლის წინააღმდეგობის ძალის შემცირებით მიიღება წყლის ზედაპირზე გადაადგილების მაღალი სიჩქარე [8].

4

ნახ.4. “ფრთისებრ იალქნიანი” იახტა-კატამარანი

ჰორიზონტისადმი ძალიან დაბალი კუთხით დახრილი სპინაკერი იმავდროულად მოქმედებს, როგორც პარაშუტი (იხ. ნახ.5), რომელიც, გარდა წევის ძალისა, ავითარებს საკმაოდ დიდ ამწევ ძალას (მას შეიძლება ეწოდოს “პარასპინაკერი”), რის შედეგადაც იახტა-კატამარანის შეწყვილებული კორპუსის უმეტესი ნაწილის წყლიდან ამოიწევა და მის მიმართ წყლის წინააღმდეგობის ძალის მინიმუმამდე შემცირებით საბოლოოდ მიიღება წყლის ზედაპირზე გადაადგილების ძალიან მაღალი სიჩქარე [9].

დ ა ს კ ვ ნ ა

მაშასადამე, ინოვაციის, როგორც ახალი ტრენდის, მხოლოდ გამოგონების სახით ხელშეწყობის დროს ვლინდება იგივე კანონზომიერება, როგორიც სტაფფორდ ბირის „ლოგისტიკური მრუდების“ [13] მიხედვით – ნებისმიერი სასაქონლო პროდუქციის (ძველი ტრენდის) ახალი პროდუქციით (ახალი ტრენდით) ჩანაცვლებისას, რასაც შეესაბამება აპრობირებული გამოგონების (როგორც ძველი ტრენდის) “ნოუ-ჰაუთი” (როგორც ახალი ტრენდით) ჩანაცვლება, რაც საჭიროებს სათანადო მიდგომას და ინოვაციების გადაცემის პრაქტიკაში გამოყენებას

5

ნახ.5. “პარასპინაკერიანი” იახტა-კატამარანი

ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეოებით ახალი გამოგონების (როგორც – „ნოუ-ჰაუს“) ხელშეწყობის სტრატეგიის შერჩევისას.
ინოვაციათა ინტერნეტით ხელშეწყობის შედეგად კომერციულ ტრანსფერზე გადასვლა შესაძლოა რომელიმე სავაჭრო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით [11], ასევე – საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის (TTCG) მეშვეობით [12].

გამოყენებული ლიტერატურა
[1] Archil Geguchadze. Personal Site: http://www.youtube.com/user/arvicadre;
[2] Б.Уззи, Ш.Данлап « Как сплести свою социальную сеть » – Электрон. Данные. – М. 2011. – Access regime: http://www.neonomad.kz/styleneonomad/mobile/index.php?ELEMENT_ID=3049;

[3] International Commercial Site, Access regime: http://www.tradekey.com/product-free/Winged-Sailboat-1348179.html;

[4] Geguchadze Archil. Personal Social Site, Access regime: https://www.facebook.com/photo.php?fbid=140484772782549&set=pb.100004630800630.-2207520000.1367325924.&type=3&theater;

[5] Geguchadze Archil. Personal Social Site, Access regime: https://www.facebook.com/photo.php?fbid=100372293460464&set=p.100372293460464&type=1&theater;

[6] Geguchadze Archil. Personal Social Site, Access regime: https://www.facebook.com/merabikas/posts/544145065635837;

[7] Методы продвижения инноваций. Access regime: http://ciaippoivips.livejournal.com/1683.html;

[8] Catamaran with Winglike Sail. Access regime: http://www.youtube.com/watch?v=nh_Qaj17xtg;

[9] Archil Geguchadze. Personal Site, “Archil’s YouTube videos” Access regime: https://plus.google.com/103112042337347026777/about#103112042337347026777/videos;

[10] Geguchadze Archil (Chichiko), Dr. Eng. (PhD) – Report in the Corporate Site, Access regime: http://energyreturnwheel.com/Technology/Archil-Geguchadze.aspx (and Attachment as PDF-File: http://www.energyreturnwheel.com/PDF/Geguchadze-Archil-Report.aspx);

[11] Winged sailboat by Kutaisi Aviatechnical Plant, Georgia, Access regime: http://www.tradekey.com/product-free/Winged-Sailboat-1348179.html;

[12] Technology Transfer Center of Georgia. Access regime: http://www.ttcg.ge/?q=ka/node/91;

[13] В. А. Рыжов , к. соц. н. МЕТОДИКИ ПРИВЛЕЧЕНИЯ, ОЦЕНКИ РАЗРАБОТОК И МЕХАНИЗМ ОТБОРА ТЕХНОЛОГИЙ НА УСЛОВИЯХ НУЖНЫХ ИНВЕСТОРУ. Режим доступа: http://spkurdyumov.narod.ru/Rijov2.htm

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google