სოციალური ქსელების განვითარების თანამედროვე ტენდენციები

ავტორი


ელზა ბიწაძე

კატეგორია

ინტერნეტი, ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული კომერცია
Download article

სოციალური ქსელების განვითარების თანამედროვე ტენდენციები
ელზა ბიწაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
Eliza-bitsadze@mail.ru

ანოტაცია: ნაშრომში მოცემულია სოციალური ქსელების დახასიათება და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები. მოცემულია სოციალური ქსელების კლასიფიკაცია ტიპის, წვდომის, რეგიონების და განვითარების დონის მიხედვით. ნაშრომში განხილულია სოციალური ქსელების განვითარების ტენდენციები: სოციალური ქსელების ტექნოლოგიური განვითარება, ინტერნეტ რესურსების სოციალიზაცია, თემატური სოციალური ქსელების განვითარება, სოციალური ქსელების დანერგვა ბიზნესში და სოციალური ქსელების გაერთიანება. ნაშრომში ასევე განხილულია ქართული სოციალური ქსელები და მათი განვითარების პერსპექტივები.

საკვანძო სიტყვები: სოციალური ქსელები, ინტერნეტი, სოციალური ქსელების განვითარება.

I. შესავალი

ინტერნეტის განვითარების კვალდაკვალ როგორც პირადი ხასიათის, ასევე ბიზნეს კომუნიკაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება ვირტუალურ გარემოში. ბოლო ათწლეულებში ინტერნეტის საკომუნიკაციო შესაძლებლობები განუწყვეტლივ ფართოვდებოდა. ელექტრონული ფოსტა იყო შეტყობინებების გაცვლის პირველი ფორმა, რომლის შემდგომი მოდიფიკაცია გახდა დაგზავნის სიები. ვირტუალური ურთიერთობების განვითარების შემდეგი ეტაპი იყო ტელეკონფერენციები. ხოლო ინტერენტის მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად კი გამოჩნდა ონლაინ რეჟიმში ურთიერთობის სპეციალიზირებული სერვისი Internet Relation Chat (ჩატები). კომუნიკაციების და მოწყობილობების გაიაფებამ და ქსელში ამ სერვისების მომხმარებლების ზრდამ განაპირობა გაერთიანებების წარმოქმნა ანუ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც გაერთიანებული არიან საერთო ინტერესებით და აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან. ახალი თაობის სოციალურმა სერვისებმა შეითავსეს ყველა ამ ურთიერთობების თავისებურებები, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით (ვებ–დანართები) მნიშნელოვან განვითარებას მიაღწიეს. დღესდღეობით ინტერნეტში მომხმარებლების ურთიერთობობების თანამედროვე საშუალებებს წარმოადგენს ფორუმები (როგორც ტელეკონფერენციების იდეის განვითარება), ბლოგები (ვებ–ჟურნალები) და სოციალური ქსელები.
სოციალური ქსელი – ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელებს შექმნან თავიანთი პროფილები და დაუკავშირდნენ სხვა მონაწილეებს ვირტუალურ სამყაროში. ის წარმოადგენს კონკრეტული ადამიანის ნაცნობების გარკვეულ ვირტუალური წრეს, სადაც თვითონ ადამიანი – არის სოციალური ქსელის ცენტრი, მისი ნაცნობები კი – ამ ქსელის განშტოებები, ხოლო ურთიერთობები ამ ადამიანებთან – კავშირები.
1995 წელს შეიქმნა Classmates.com – პირველი სოციალური ქსელი. პოპულარული რუსული სოციალური ქსელი „Одноклассники“ წარმოადგენს მის ანალოგს. კონცეფცია აღმოჩნდა ძალიან მოთხოვნადი და სწორედ ამ წლიდან იწყება ინტერნეტში სოციალური ქსელის მძლავრი განვითარება. დღემდე ეს ქსელი რჩება ერთერთი ყველაზე პოპულარული მთელ მსოფლიოში და ითვლის 50 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
2004 წელში გამოჩნდა Facebook რომელიც რამოდენიმე წელში ხდება ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მთელ მსოფლიოში. 2003–2004 წლებში გაეშვა აგრეთვე პოპულარული სოციალური ქსელები LinkedIn და MySpace.
2005 წლის სექტემბერში ტიმ ო რეილი ახდენს იდეოლოგიურ გადატრიალებას, შემოაქვს რა განსაზღვრება „Web 2 .0 “ სტატიაში „What is Web 2.0“ , ახალი კონცეფციის ერთერთი ცენტრალური ნაწილი უჭირავს სწორედ სოციალურ ქსელებს. [1]
Download article



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google