საგადამხდელო საქმიანობა ელექტრონულ კომერციაში

ავტორი


მირიან გიგოლაშვილი

კატეგორია

ინტერნეტი, ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული კომერცია
სტატიის გადმოწერა

საგადამხდელო საქმიანობა ელექტრონულ კომერციაში

მირიან გიგოლაშვილი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
gigolashvili@hotmail.com

ანოტაცია: ნაშრომში განხილულია საგადამხდელო საქმიანობის სპეციფიკა ელექტრონულ კომერციაში. ნაშრომში მოცემულია იმ მიზეზების ჩამონათვალი, რომლებიც იწვევენ მნიშვნელოვან საგადასახადო დანაკარგებს ელექტრონული კომერციის ფუნქციონირების გამო.

საკვანძო სიტყვები; გადასახადები, დაბეგვრა, ელექტრონული კომერცია.

I. შესავალი

თანამედროვე ეტაპზე საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინტერნეტი წარმოადგენს ინოვაციების, ეკონომიკური ზრდის და სოციალური გარდაქმნების მთავარ მამოძრავებელ ძალას. განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ვითარდება ელექტრონული კომერცია. კონსალტინგური კომპანია Forrester Research პროგნოზით ონლაინ მყიდველები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წელს დახარჯავენ 327 მილიარდ დოლარს,. ხოლო ელექტრონული ვაჭრობის წილი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეადგენს საცალო ვაჭრობის 9%. [1]
ამასთანავე ინფორმაციის გავრცელების და მონაცემთა გადაცემის ახალი თანამედროვე საშუალებების გამოყენებამ შეუძლია შექმნას მნიშვნელოვანი პრობლემები მრავალი სახელმწიფოს საგადამხდელო სისტემაში.
ამერიკელი მეცნიერების კვლევებით საგადასახადო დანაკარგები ელექტრონული კომერციის გამო შეადგენს 11,66 მილიარდ დოლარს [2]

II. გადასახადების სპეციფიკა ელექტრონულ კომერციაში

ელექტრონული კომერციის და ტრადიციულ ვაჭრობას შორის არსებობს შემდეგი მნიშვნელოვანი განსხვავებები:
- ინტერნეტში გეოგრაფიული საზღვრების არარსებობა;
- შუამავლების გამორიცხვა ელექტრონული კომერციიდან
– ელექტრონული კომერციის მონაწილეების ანონიმურობა
სწორედ აღნიშნული განსხვავებები განაპირობებენ გადასახადების სპეციფიკას ელექტრონულ კომერციაში.

ა. ინტერნეტში გეოგრაფიული საზღვრების არარსებობა

ინტერნეტი არ არის მიბმული რომელიმე ცენტრალურ კომპიუტერზე ან მართვის ადგილზე, არ გააჩნია რაიმე ფიზიკური ადგილმდებარეობა და შესაბამისად გეოგრაფიული საზღვრები. ქსელში ფუნქციონირებენ ასიათასობით ე.წ. მარშრუტიზატორები (“routers”), რომელიც ნებისმიერ დროს განსაზღვრავენ მონაცემთა გადაცემის ოპტიმალური გზას. ტექნიკური თვალსაზრისით არ აქვს მნიშვნელობა, გადაიცემა თუ არა ინფორმაცია ქვეყნის ფარგლებში ან გადაკვეთს რამდენიმე სახელმწიფოს საზღვრებს. მომხმარებლისთვის არ აქვს მიშვნელობა ელექტრონული მაღაზიის ადგილმდებარეობას განსხვავებით საგადასახადო ორგანოებისა რომლებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია დაბეგვრის მიზნით სამეწარმეო საქმიანობის ადგილმდებარეობის დადგენა.
საერთაშორისო საგადასახადო სამართალის ერთი–ერთი ფუნდამენტური პრინციპია არის ტერიტორიულობის პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად, სახელმწიფოს აქვს უფლება გადასახადი აკრიბოს არარეზიდენტი პირისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას გააჩნია დაბეგვრის ობიექტი სახელმწიფოს ფარგლებში ან მის ფარგლებს გარეთ, თუ მისი საქმიანობა ხორციელდება მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში. ტერიტორიულობის პრინციპიდან გამონაკლისი შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს თანხმობით რაც გამოიხატება საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებით სხვა სახელმწიფოებთან. ტრადიციულად, სახელმწიფოს საგადასახადო იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე.
ელექტრონულ კომერციას გააჩნია ტრანსსასაზღვრო ბუნება და ერთი შეხედვით არ არის მიბმული კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე და შესაბამისად, რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით, დაბეგვრის ტრადიციულმა მექანიზმებმა და ინსტრუმენტებმა ელექტრონული კომერციასთან დაკავშირებით შეიძლება დაკარგოს თავისი ეფექტურობა. მიუხედავად ამისა, ელექტრონულ კომერციას მაინც აქვს გარკვეული მიბმა ცალკეული ქვეყნების ტერიტორიაზე, რადგან პირები, რომლებიც მონაწილეობენ ელექტრონულ კომერციაში იმყოფებიან კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე და ამასთანავე ყველა გარიგება და შემოსავალის მიღება ხდება რომელიმე ქვეყნის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის მეშვეობით საქონლის და მომსახურების მიწოდება არ საჭიროებს უცხოური კომპანიის (წარმომადგენლობა, ფილიალი, ცალკე ქვედანაყოფი) ფიზიკური ყოფნას მყიდველის ქვეყანაში. თავის მხრივ, უცხოური გამყიდველის წარმომადგენლობის ფიზიკურმა არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემოსავლების დანაკარგები სახელმწიფო საგადამხდელო სისტემაში.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google