ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენება ელექტრონულ კომერციაში

ავტორი


ინგა რამიშვილი, თამარ აბულაძე

კატეგორია

ინტერნეტი, ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული კომერცია
სტატიის გადმოწერა

ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენება ელექტრონულ კომერციაში

ინგა რამიშვილი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი. საქართველო
Ingu-go@mail.ru

თამარ აბულაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი. საქართველო
abuladze-t@mail.ru

ანოტაცია-ნაშრომში განხილულია ელექტრონული კომერციის ტექნოლოგიები. ნაშრომში მოცემულია მათი ზოგადი დახასითება და გამოყენების სფეროები.

საკვანძო სიტყვები- ელექტრონული კომერცია, web-ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერციის ტექნოლოგიები.

I. შესავალი
ტრადიციული კომუნიკაციების საშუალებე¬¬ბისაგან განსხვავებით, რომელთა მთავარი ფუნქციაა ინფორმაციის მიწოდება ინტერნეტი წარმოადგენს არა მარტო ინფორმაციის მიწოდების წყაროს, არამედ გაცილებით მეტს – ბიზნეს-საქმიანობის გლობალურ ვირტუალურ გარემოს.
ბიზნეს-საქმიანობა ინტერნეტში გაცილებით ეფექტურია ტრადიციულ საქმიანობასთან შედარებით. კომპანიისთვის ბიზნესის წარმოება ინტერნეტში წარმოადგენს საქმიანი აქტივობის ნაწილის გადატანას ელექტრონულ ქსელში ე.ი. კომპანია იყენებს რა ბიზნესის ტრადიციულ ხერხებს ელექტრონული კომერციის მეშვეობით ამატებს მათ ვირტუალურ შესაძლებლობებს.
ელექტრონულმა კომერციამ შემოიტანა ბიზნეს პროცესების მართვის ახალი ტექნოლოგიები, ურთიერთობის ახალი ფორმები ბიზნესის სხვადასხვა სექტორებში.

II ელექტრონული კომერციის ტექნოლოგიები

ელექტრონული კომერციის ინტენსიური განვითარების ისტორია სულ რაღაც ორ ათეულ წელიწადს ითვლის. ელექტრონული კომერციის პირველი სისტემების და მეთოდების გამოჩენა განაპირობა ავიაბილეთების ავტომატიზირებული გაყიდვების და საბანკო ოპერაციების ტექნოლოგიებმა, პლასტიკურმა ბარათებმა და წარმოების რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემების შემუშავებამ. [1]
დღესდღეობით ელექტრონული კომერცია სწრაფი ტემპებით ვითარდება. ამაზე ნათლად მეტყველებს ნახაზზე 1 მოცემული მსოფლიოში ელექტრონული კომერციის ზრდის დინამიკა. [2]

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google