მსოფლიო უნივერსიტეტების ვებომეტრიკული რეიტინგი

ავტორი


მთვარისა ზაუტაშვილი

კატეგორია

ინტერნეტი, ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული კომერცია
სტატიის გადმოწერა

მსოფლიო უნივერსიტეტების ვებომეტრიკული რეიტინგი

მთვარისა ზაუტაშვილი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი.საქართველო
mtvarisa@hotmail.com

ანოტაცია: ნაშრომში განხილულია უნივერსიტეტების ვებომეტრიკული რეიტინგი
Webometrics. ნაშრომში მოცემულია უნივერსიტეტების ვებომეტრიკული მეთოდის
ძირითადი მახასიათებლები და შემადგენელი ნაწილები. ნაშრომში მოცემულია უნივერსიტეტების ვებ–საიტების განვითარების რეკომენდაციები

საკვანძო სიტყვები: ინტერნეტი, ვებ–ანალიტიკა, უნივერსიტეტების ვებ–საიტები. მსოფლიო რეიტინგი Webometrics.

I შესავალი
თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიები იძლევიან ახალ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს უნივერსიტეტების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის შედეგების წარდგენისთვის მსოფლიო გლობალურ ქსელში. დღესდღეობით პრაქტიკულად საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელს გააჩნია ვებ-საიტი, მაგრამ როგორც მსოფლიო რეიტინგები აჩვენებენ, ინტერნეტ-რესურსების ხარისხის ამაღლების ამოცანა კვლავ აქტუალურია. ვებ-საიტების რეიტინგების ანალიზი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მექანიზმი, რომელიც ავლენს უნივერსიტეტის საქმიანობის სუსტ მხარეებს და უჩვენებს მისი განვითარების ახალ მიმართულებებს ინტერნეტ-მარკეტინგული პოლიტიკის სრულყოფისათვის.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google