ცირკულაციისა და მინარევების გავრცელების პროგნოზი შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლსა და მიმდებარე აკვატორიაში

კატეგორია: მოდელირება
  • სტატიის დეტალები

    ავტორი:ავთანდილ კორძაძე, დემური დემეტრაშვილი, ვეფხია კუხალაშვილი

    ინსტიტუტი:ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი

    სხვა:akordzadze@yahoo.com, demetr_48@yahoo.com

  • გააზიარეთ
  • ანოტაცია
    შავი ზღვის რეგიონული პროგნოზის სისტემა საქართველოს სანაპირო ზოლისა და მიმდებარე აკვატორიისათვის, რომელიც ერთ-ერთი კომპონენტია მთლიანად შავი ზღვის დიაგნოზისა და პროგნოზის სისტემისა, გაფართოებულია ნავთობისა და სხვა მინარევების გავრცელების ორი და სამგანზომილებიანი მათემატიკური მოდელების ჩართვის გზით. ამჟამად, რეგიონული პროგნოზის სისტემა ფუნქციონირებს ოპერატიულთან მიახლოე­ბულ რეჟიმში და საშუალებას იძლევა განვახორ­ციელოთ ზღვის დინამიკური ველების – დინების, ტემპერატურისა და მარილიანობის სამდღიანი პრო­გ­ნოზი 1 კმ გარჩევისუნარიანობით, ხოლო საგანგე­ბო სიტუაციების შემთხვევაში გამოვთვა­ლოთ ზღვაში მოხვედრილი მინარევების კონცენტრაციები და დაჭუჭყიანების არეები.   საკვანძო სიტყვები – მათემატიკური მოდელი, დინების ველი, მინარევების გავრცელება, შავი ზღვა, პროგნოზული სისტემა.
    გადმოწრეთ სრული ვერსია pdf