პერსონალური მონაცემების კერძოსამართლებრივი დაცვის პრობლემა ინტერნეტსამყაროში

პერსონალური მონაცემების კერძოსამართლებრივი დაცვის პრობლემა ინტერნეტსამყაროში
პერსონალური მონაცემების კერძოსამართლებრივი დაცვის პრობლემა ინტერნეტსამყაროში
სტატიის ავტორ(ებ)ი / Article author (s)
მიხეილ ბიჭია
ინსტიტუტი:

თსუ-ის მოწვეული ლექტორი, სდასუ-სა და ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი , თბილისი, საქართველო,

კატეგორია / Category:

დამატებითი ინფორმაცია / Info:

სტატიის შინაარსი / Contents of the article:

ანოტაციაინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთ­ხოვნადი საშუალე­ბაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუმცა, ამავე დროს, ის თავისი ხასიათით პერსონალ­ური მონაცემების ხელყოფის საფრთხეს შეიცავს.  

კვლევის მიზანია, დადგინდეს პერსონალური მო­ნაცემების ცნების მოცულობა, გამოიკვეთოს პერსონალ­ურ მონაცემებსა და კერძო სფეროს შორის მიმართება. ამასთან, აუცილებელია, განისაზღვროს სამოქალაქო სა­მართლის ის ნორმები, რომლებიც ინტერნეტის გამოყე­ნებისას პერსონალური მონაცემების ხელყოფას უკავ­შირდება, რათა კერძო ინტერესის დაცვის მექანიზმები იყოს ნაპოვნი. შესაბა­მისად, საყურადღებოა საზოგადო­ების ინფორმი­რებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტე­რესებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტის პრობლემა. ზოგადი ევროპული სტანდარტები ადასტუ­რებს, რომ საქართვე­ლოს სამოქალაქო კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს. ეს განსაკუთრებით შეეხება საქარ­თველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ-ის) მე-181 მუხლს, ვინაიდან ის არ შეიცავს რაიმე მითითე­ბას, თუ რა ღონისძიება გატარდეს პერსონალური მონა­ცემების დაცვის უფლე­ბის შელახვისას პირის კერძო ინ­ტერესის უზრუნველ­საყოფად. შესაბამისად, კვლევაში  ნაჩვენებიამ კონ­ფლიქტის გადაწყვეტის გზები, რომ­ლებიც უკავ­შირ­დება, ერთი მხრივ, დელიქტური სამარ­თლის უზოგა­დესი ნორმის (992-ე მუხლი) გამოყენებას, მეორე მხრივ კი, საკანონ­მდებლო ხარვეზის აღმოფხვრას კანონის ანალოგიაზე (სსკ-ის მე-18 მუხ.) დაყრდნობით. ­

 

საკვანძო სიტყვები — პერსონალური მონა­ცე­მები, ინტერნეტი, ინტერნეტეპოქა, ინფორმაცი­ული საზოგადოება, კერძოსამართლებრივი დაცვა.

გადმოწრეთ სრული ვერსია