შავი ზღვის ოპერატიული ოკეანოგრაფია თანამედროვე ეტაპზე

შავი ზღვის ოპერატიული ოკეანოგრაფია თანამედროვე ეტაპზე
შავი ზღვის ოპერატიული ოკეანოგრაფია თანამედროვე ეტაპზე
სტატიის შინაარსი / Contents of the article:

ანოტაცია – მოკლედ განიხილება შავი ზღვის ოკეანოგრაფიის ძირითადი მიღწევები ბოლო ათეულ წლებში, რის შეედეგადაც განვითარდა ახალი მიმართულება – ოპერატიული ოკეანოგრაფია. ოპერატიული ოკეანოგრაფიის მნიშვნელოვანი მიღწევაა შავი ზღვის დიაგნოზისა და პროგნოზის სისტემის შემუშავება, რომელიც დაფუძნებულია მათემატიკური მოდელირების თანამედროვე მეთოდებისა და თანამგზავრული და კონტაქტური დაკვირვების სისტემების გამოყენებაზე. აღნიშნული სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია შავი ზღვის საქართველოს სექტორისა და მიმდებარე აკვატორიის რეგიონული პროგნოზის სისტემა, რომელიც შემუშავებულია ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში.
საკვანძო სიტყვები: მათემატიკური მოდელირება, პროგნოზული სისტემა, დინების ველი, განტოლებათა სისტემა, მარილიანობის ველი.

გადმოწრეთ სრული ვერსია