კონსისტენტური მოდელები რელაციურ და არარელაციურ მონაცემთა ბაზებში
კონსისტენტური მოდელები რელაციურ და არარელაციურ მონაცემთა ბაზებში
ანოტაცია – განხილულია კონსისტენტური მოდელების ყველაზე გავრცელებული ვარიანტები მონაცემთა ბაზებისათვის. კლასიკური რელაციური მონაცემთა ბაზების გვერდით მოცემულია დღეისათვის ერთ-ერთი აქტუალური ტექნოლოგია – NoSQL. შედარებულია რელაციური და არარელაციური ბაზების მახასიათებლები მართვის საინფორმაციო სისტემებში. განსაზღვრულია კონსისტენტურობის სხვადასხვა დონეთა ეფექტური გამოყენების სფეროები და პირობები. კონსისტენტურობის მოდელების ანალიზთან ერთად განხილულია Apache Hadoop ეკოსისტემაც, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მონაცემთა შენახვისა და ანალიზის წარმადობასა და შესაძლებლობებს. წარმოდგენილი ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება საქართველოს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში („112“).
საკვანძო სიტყვები — მონაცემთა ბაზა, NoSQL, CAP, კონსისტენტურობა, სუსტი კონსისტენტურობა, ძლიერი კონსისტენტურობა, Hadoop.