ხელოვნური ნეირონული ქსელების განვითარების ზოგიერთი კონცეფციების შესახებ

ავტორი


მიხეილ კოტიშაძე, ცირა ბერაძე

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება

ხელოვნური ნეირონული ქსელების განვითარების ზოგიერთი კონცეფციების შესახებ
მიხეილ კოტიშაძე¬, ცირა ბერაძე
აწსუ, ქუთაისი, საქრთველო, mmmkot56@mail.ru
აწსუ, ქუთაისი, საქრთველო, cira.beradze65@mail.ru

ანოტაცია – სტატიაში განხილულია ხელოვნური ნეირონული ქსელების კონსტრუირების ალგორითმები და მათი ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებულია ქსელის კონსტრუირების ახალი კონცეფცია და მისი განხორციელების პირობითი ალგორითმი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ოპტიმალური ქსელის კონსტრუირება კონკრეტული ამოცანათა კლასისათვის.

საკვანძო სიტყვები – ხელოვნური ინტელექტი, ნეირონული ქსელები, კონსტრუირების ალგორითმები.

I შესავალი

უკვე შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეს თამამად ვუწოდოთ ინტელექტუალური სისტე¬მების საუკუნე. ინტენსიურად მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება, რომელთაც გააჩნიათ შესაძლებლობა გადაწყვიტონ ისეთი ამოცანები, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზირება, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირება, სხვადასხვა ტექნიკური სისტემის ექსპერტული შეფასება, სისტემების და პროცესების მართვა ცვლადი გარემო-პირობების დროს და სხვა. ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერ სისტემაში ერთ-ერთი უმნიშვნელო¬ვანესი ადგილი უჭირავს სახეების გამომცნობ სისტემებს, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ოპტიმალური გადაწყვეტი¬ლებების მიღება. სახეების გამოცნობის ყველაზე აღიარებულ სისტემებად კი ითვლება ხელოვნური ნეირონული ქსელები, რდგანაც მათ გააჩნიათ თვისებები, რომელთა გარეშეც საერთოდ წარმოუდგენელია ინტელექტის არსებობა. ეს თვისებებია:სწავლის უნარი, გარემო-პირობებთან ადაპტაციის უნარი და განზოგადების უნარი. სწორედ ამიტომ სახეების გამოცნობის ინტელექტუალურ სისტე¬მებში დომინირებს ხელოვნური ნეირონული ქსელე¬ბი. მათი შექმნის დასაწყისიდან დღემდე ასეთი ქსელების მრავალი პარადიგმა იქნა შემუშავებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჯერ¬ჯე¬რობით მაინც ერთ დონეზეა ჩაკეტილი და არ ჩანს უფრო მაღალ დონეზე გადასვლის ნიშნები. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს არსებული მდგო¬მა¬რეობის ანალიზი და მის საფუძველზე ახალი მიმართულებების და კონცეფციების გამოკვეთა.
II. ანალიზი
მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან ხელოვნური ნეირონული ქსელების პარადიგმების საფუძველს წარმოადგენს ხელოვნური ნეირონის მოდელი [1], რომელიც ნაჩვენებია ნახ.1-ზე

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google