საწარმოო ბიზნეს-პროცესების მენეჯმენტი და ავტომატიზაცია

ავტორი


ეკატერინე თურქია, ხატია ქრისტესიაშვილი, ციური ფხაკაძე

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება

საწარმოო ბიზნეს-პროცესების
მენეჯმენტი და ავტომატიზაცია
ეკატერინე თურქია, ხატია ქრისტესიაშვილი, ციური ფხაკაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ekaterinet7@gmail.com, xatia@autlook.com

ანოტაცია – განიხილება საწარმოო ბიზნეს–პროცესების მენეჯმენტის სასკითხები და ავტომატიზაციის გაუმჯობესების გზები თანამედროვე ინფრმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით. ბიზნეს-პროცესების მოდელირება ხორციელდება BPMN ენის დიაგრამებით. მოდელირებისა და პროგრამული რეალიზაციის მიზნით გამოყენებულია პროგრამული პაკეტი Bizagi ორი ინსტრუმენტით, Bizagi Process Modeler და Bizagi BPM Suite.

საკვანძო სიტყვები – ბიზნეს–პროცესი, მენეჯმენტი, ავტომატიზაცია, მოდელირება, BPMN, Bizagi Process Modeler, Bizagi BPM Suite.
შესავალი
კომპანიები ავითარებს სტრატეგიებს და გეგმებს, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს, რაც შეიძლება იყოს პროდუქტიულობის და შემოსავლის გაზრდა, ფასების შემცირება, თანამშრონლების კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა. ამ მიზნების მისაღწევად კომპანიები იყენებს ფინანსურ, ადამიანურ, დროით და ტექნიკურ რესურსებს. ეს რესურსები მუშავდება კომპანიაში სასურველი შედეგის მისაღებად, მაგრამ დასახული მიზნების მიღწევა არ არის ყოველთვის მარტივი, რადგან კომპანიებს ხვდებათ მრავალი პრობლემა, რომელიც აფერხებს სასურველი შედეგის მიღებას [1].
საწარმოში არსებული ბიზნეს პროცესების სრულყოფილი და მოქნილი მოდელირება და მისი შესრულება ინფორმაციული სისტემების გამოყენებით, საგრძნობლად ზრდის კომპანიის მართვის ეფექტურობას და ამცირებს იმ პრობლემებს, რომლებიც სასურველი მიზნის მიღწევას უშლის ხელს [2,3].
წინამდებარე სტატიაში გადმოცემულია კომპანიაში არსებული ბიზნეს–პროცესების მოდელირება BPMN ენის სტანდარტის გამოყენებით და მისი ავტომატიზაცია ვებ აპლიკაციებში.
კომპანიაში არსებული პროცესების BPMN მოდელის შესრულებისა და მართვისთვის გამოიყენებდა Bizagi BPM Suite [4]. Bizagi ბიზნეს- პროცესების მართვის პრობლემების გადაწყვეტაა, რომელიც ახორციელებს პროცეს-ორიენტირებულ ორგანიზაციებში მართვის მხარდაჭერას რეალურ დროში, პროცესების ვიზუალიზაციის, კონტრო-ლის და განვითარების საშუალებით. მისი მთავარი განაცხადია პროცედურების მართვა, კონტროლი, აღრიცხვა და ანალიზი. Bizagi გვთავაზობს უშუალო შედეგს და პროცესების მოდელირების და განხორციელების სწრაფ და მოქნილ საშუალებას, რათა შესაძლებელი იყოს მათი მარტივად შეცვლა ბიზნეს მოთხოვნების გათვალისწინებით. ორგანიზაციის პროცესების უწყვეტი შესრულების უზრუნველსაყოფად და მისი ოპერაციების ფუნქციონირებისთვის. Bizagi ეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ ნაბიჯებს: პროცესის მოდელირება (Model Process), მონაცემთა მოდელის შექმნა (Model Data), ფორმების განსაზღვრა (Define Forms), ბიზნეს წესების განსაზღვრა (Business Rules), ამოცანებისთვის შემსრულებლების მინიჭება (Performers) და პროცესის შესრულება (Execute).
ძირითადი ნაწილი
ბიზნეს-პროცესი, რომლის მოდელირებას და პროექტირებას ვასრულებთ, არის საქონლის შეკვეთის პროცესი (ნახ.1). ეს პროცესი იწყება ოფისისთვის საჭირო საქონლის შეკვეთის მოთხოვნის რეგისტრაციით. ამ ამოცანის შემსრულებლებია ოფისის თანამშრომლები.
შესრულების ნაკადის მიხედვით, პროცესს აგრძელებს ოფის მენეჯრი, რომელიც ან ადასტურებს შეკვეთას (რის შედეგადაც ავტომატურად ხდება მეილის გაგზავნა „script” ამოცანის მეშვეობით), ან მოთხოვნილია ცვლილებები შეკვეთაში, ან უარყობს შეკვეთას.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google