ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგის და რეინჟინერინგის როლი საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში

ავტორი


თეიმურაზ ფესტვენიძე, თამაზ გამსახურდია, გივი ლობჟანიძე

კატეგორია

მართვის საინფორმაციო სისტემები
სტატიის გადმოწერა

ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგის და რეინჟინერინგის როლი საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში

თეიმურაზ ფესტვენიძე1, თამაზ გამსახურდია2, გივი ლობჟანიძე3
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
1t_pestvenidze@mail.ru, 2t_gamsakhurdia@mail.ru, 3lobzhanidze.givi@gmail.com,

ანოტაცია: სტატიაში ძირითადი აქცენტი გამახვილებულია საწარმოს მენეჯმენტზე დაფუძნებული ბიზნეს-პროცესების მართვაზე, ნაჩვენებია საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებების ხასიათი და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი მათ განხორციელებაში, განსაზღვრულია წარმატების პირობები და ბიზნეს-რეინჟინერინგის ამოცანები. აღწერილია ბიზნეს-პროცესების რეინჟინერინგის სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგიები, განსაზღვრულია პროექტის საორგანიზაციო სტრუქტურა, ნაჩვენებია ბიზნეს-რეინჟინერინგის სამუშაოების ჩატარების ძირითადი მეთოდები და საშუალებები, მათ შორის ბიზნეს-პროცესების სტრუქტურული, ღირებულებითი და დინამიური ანალიზის მეთოდოლოგია.

საკვანძო სიტყვები: რეინჟინერიგი, მენეჯმენტი, ბიზნეს-პროცესები, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

I. შესავალი

საქართველო განიცდის განსაკუთრებულად რთულ პერიოდს სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რეორიენტაციის სფეროში. ეკონომიკაში ხდება ადმინისტრაციულ-მბრძანებლობითი სისტემიდან ღია საბაზრო სისტემაზე გადასვლის დეკლარირება. საბაზრო სისტემაზე გადასვლისას ვლინდება წარმოების ზრდის, პირადი და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლების ახალი შესაძლებლობები, მაგრამ არის სამუშაო ადგილების შემცირების, უმუშევრობის ზრდისა და მთელი რიგი საწარმოების კრახის საფრთხეებიც. ქვეყნის ეკონომიკისა და საწარმოების აბსოლიტური უმრავლესობის მმართველობითი სისტემა ჯერ-ჯერობით ვერ უმკლავდება არსებულ სირთულეებს; ქვეყანა დიდი რუდუნებით ცდილობს გამოვიდეს სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. ნეგატიური შედეგების გასამკლავებად, ბევრ სხვა საკითხებთან ერთად, საჭიროა დავეუფლოთ ჩვენთვის ახალ, საბაზრო ეკონომიკის შესაბამის ეკონომიკური მართვის ცოდნას, ავითვისოთ მოწინავე, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გამოცდილება.
წინამდებარე სტატია მიმოიხილავს ქვეყანაში ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგისა და რეინჟინერინგის განვითარების წინადადებებს. ეს პროცესები განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში დაიწყო გასული საუკუნის 80-იანიწლებიდან.
ბიზნეს-პროცესების რეინჟინერინგის ზოგადი დახასიათება. თანამედროვე ბიზნეს ტექნოლოგიები მაღალი დინამიურობით ხასიათდება, რომელიც დაკავშირებულია მუდმივად ცვალებადი ბაზრის მოთხოვნებთან, პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების ორიენტაციასთან დამკვეთებისა და კლიენტების ინდივიდუალური სურვილებისადმი, ტექნიკური შესაძლებლობებს უწყვეტ გაუმჯობესებასთან და ძლიერ კონკურენციასთან. საწარმოების მენეჯმენტში ასეთ ვითარებაში იცვლება აქცენტები ცალკეული რესურსების გამოყენების მართვიდან დინამიური ბიზნესპროცესების ორგანიზაციისაკენ. ბიზნეს პროცესის (ბპ) ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ურთიერთ დაკავშირებული ოპერაციების (სამუშაოების) ერთობლიობა, რესურსების მოხმარების საფუძველზე მზა პროდუქციის წარმოების ან მომსახურების შესრულებისათვის. ბიზნეს პროცესის მართვის მიზანია მომხმარებელთა ხარისხიანი მომსახურება. ამ დროს ბიზნეს-პროცესების მართვაში ყველა მატერიალური, ფინანსური და საინფორმაციო ნაკადები განიხილება ურთიერთქმედებაში.
ბიზნესის პროცესების მენეჯმენტი წარმოიქმნა ჯერ კიდევ ხარისხის უნივერსალური მართვისა (TQM-TotalQualityManagement) [1] და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების (CPI-ContinuousProcessImprovement) [2] ფარგლებში, რომლთა მიხედვითაც მოსალოდნელია ბიზნეს პროცესის გამჭოლი მართვა, როგორც ერთი ერთეულის, რომელიც სრულდება საწარმოოს (კომპანიის) ურთიერთდაკავშირებული ქვეგანყოფილებების მიერ, მაგალითად, მომხმარებელის შეკვეთის მიღებიდან მის რეალიზაციამდე.
ბიზნეს-პროცესების მართვა მიზანშეწონილია განვიხილოთ სხვადასხვა საწარმოების ურთიერთქმედების დონეზე, როდესაც საჭიროა პარტნიორი კომპანიების კოორდინაცია საქონელბრუნვის ნაკადებში ან ლოგისტიკურ პროცესებში. ლოგისტიკამ შექმნა მიწოდებების ორგანიზების მეთოდები „ზუსტად დროში“ (JIT–justintime), რომლის განხორციელებაც წარმოუდგენელია ბიზნეს-პროცესების, როგორც ერთიანის მართვის გარეშე.
ბიზნეს-პროცესების მართვაში რევოლუცია განახორციელა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს მიღწევებმა, რომელიც ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგისა და რეინჟინერინგის შესაძლებლობას იძლევა.
მ. ჰამერისა და დ. ჩემპის [3] განმარტების მიხედვით ბიზნეს-პროცესების რეინჟინერინგი (BPR– Business pro¬cess reengineering) განისაზღვრება, როგორც „ბიზნეს-პროცესების ფუნდამენტური გააზრება და რადიკალური დაპროექტირება, კომპანიის ძირითადი მაჩვენებლების საფუძვლიანი გაუმჯობესების მისაღწევად“.
ბიზნეს-პროცესების რეინჟინერინგის მიზანია მატერიალური, ფინანსური და საინფორმაციო ნაკადების მიზანმიმართული და სისტემური მოდელირება, რომელიც მიმართული იქნება ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივების, სხვადასხვა რესურსების გადანაწილებისა და გამოყენების მინიმიზაციის, დამკვეთის მოთხოვნების რეალიზაციის დროის შემცირების, მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.
ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგი მოიცავს ბიზნეს-პროცესების რეინჟინერინგს, რომელიც განსაზღვრული პერიოდულობით ტარდება, მაგალითად, ერთხელ 5-7 წლის განმავლობაში, და ბიზნეს-პროცესების შემდგომ უწყვეტ გაუმჯობესებას, ცვალებად გარემოში მისი ადაპტაციის გზით.
ბიზნესის მაღალი ხარისხის დივერსიფიკაციისა და მრავალფეროვანი პარტნიორული კავშირების კომპანიებისთვის ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგი უზრუნველყოფს შემდეგი ამოცანების შესრულებას:
• შესასრულებელი ფუნქციების ოპტიმალური მიმდევრობის განსაზღვრა, რაც იწვევს საქონლის დამზადება-გაყიდვისა და მომსახურების ციკლის დროის შემცირებას, რომელთა შედეგად მიიღწევა კაპიტალბრუნვისა და ფირმის სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა.
• სხვადასხვა ბიზნეს-პროცესებში რესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც ხდება წარმოების დანახარჯების მინიმიზირება და სხვადასხვა აქტივობების ოპტიმალური კომბინაციების უზრუნველყოფა.
• ადაპტური ბიზნეს-პროცესების აგება, რომელიც გამიზნული იქნება პროდუქციის საბოლოო მომხმარებელთა მოთხოვნების, წარმოების ტექნოლოგიის, ბაზარზე კონკურენტების ქცევის ცვლილებებთან სწრაფ ადაპტაციაზე და, შესაბამისად, მომხმარებლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებზე, გარემოს დინამიური ცვლილებების პირობებში.
• პარტნიორებსა და კლიენტებთან ურთიერთქმედების რაციონალური სქემების განსაზღვრა და როგორც შედეგი, მოგების ზრდა, ფინანსური ნაკადების ოპტიმიზაცია.
ბიზნეს-პროცესების რეინჟინერინგი ხორციელდება საინჟინრო მეთოდებისა და ბიზნეს-პროცესების მოდელირების მოწინავე პროგრამული ინსტრუმენტლური საშუალებების გამოყენების საფუძველზე, კომპანიისა და საკონსულტაციო ფირმის სპეციალისტთა ერთობლივი გუნდის მეშვეობით. ე. ოიხმანისა და ე. პოპოვის [4] განსაზღვრის შესაბამისად: „ბიზნესის რეინჟინერინგი გულისხმობს ახალ აზროვნებას – შევხედოთ კომპანიის აწყობას, როგორც საინჟინრო საქმიანობას. კომპანია ან ბიზნესი აღიქმება ისე, რაც შეიძლება აშენდეს, დაპროექტდეს ან განახლდეს საინჟინრო პრინციპებს შესაბამისად“
ამასთან, შეუძლებელია ბიზნეს პროცესის რეინჟინერინგი გავაიგივოთ ლოკალური ამოცანების გადაწყვეტასთან, თუმცა ამ ამოცანების გადაწყვეტა შეიძლება იყოს რეინჟინერინგის შედეგი.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google