გამოთვლითი პროცესების საკონტროლო წერტილების ინტერვალის ოპტიმიზაცია კონტროლის პარამეტრების გათვალისწინებით

ავტორი


აკაკი ძნელაძე

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება
სტატიის გადმოწერა

გამოთვლითი პროცესების საკონტროლო წერტილების ინტერვალის ოპტიმიზაცია კონტროლის პარამეტრების გათვალისწინებით

აკაკი ძნელაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
E-mail: akaki_dzneladze@yahoo.com

ანოტაცია –ნაშრომში შემოთავაზებულია გამოთ¬ვლითი პროცესის საკონტროლო წერტილების ინ¬ტერვალის ოპტიმიზაციის მათემატიკური მოდე¬ლი კონტროლს პარამეტრების გათვალისწინებით. მიღებულია, გამოთვლითი პროცესის დასრულე-ბის დროის მინიმუმის კრიტერიუმით, საკონტრო¬ლო წერტილების შექმნის ოპტიმალური ინტერვა¬ლის გამოთვლის ანალიზური გამოსახულება
საკვანძო სიტყვები –გამოთვლითი პროცესი, სა¬კონტროლო წერტილი, კონტროლის პარამეტრები, ოპტიმიზაცია.
შესავალი
საკონტროლო წერტილები(სწ) არის გამოთვლი¬თი პროცესის(გპ) მსვლელობისას შენახული ისეთი ინფორმაცია, რომელიც გპ-ს ავარიული შეწყვეტის შემთხვევაში საშუალებას იძლევა განვაახლოთ გპ სწ-ს შექმნის მომენტიდან.
სწ-ს გამოყენება ამცირებს გპ-ს ავარიული შეწყ¬ვეტის შემდეგ გპ-ს განმეორებით შესრულებაზე დახარჯულ დროს. მაგრამ, ვინაიდან სწ-ს შექმნაზე იხარჯება გარკვეული დრო, მათი რაოდენობის გა¬ზრდა ზრდის გპ-ს შესრულების დროს. აქედან გა¬მომდინარე ცხადია, რომ გპ-ზე დახარჯული დრო¬ის მინიმიზირებისთვის უნდა ამოიხსნას ოპტიმი¬ზაციის ამოცანა.
ნაშრომში განხილულია გპ–სსწ–ბის ინტერვა¬ლის ოპტიმიზაციის ამოცანის უწყვეტი დასმა, რო¬მელშიც დაშვებულია, რომ სწ შეიძლება შეიქმნას გპ-ს მიმდინარეობის ნებისმიერ მომენტში. არსე¬ბულ გამოკვლევებში [1, 2, 3, 4, 5]შემუშავებულ მათემატიკური მოდელებში არ არის გათვალისწი¬ნებული კომპიუტერის აპარატურისა და გამოთვ¬ლითი პროცესების მტყუნების კონტროლის პარა¬მეტრები. ეს პარამეტრები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გამოთვლითი პროცესის შესრულების ხან¬გრძლივობაზე, ამიტომ მათი გათვალისწინება გა-ზრდის მოდელის ადექვატურობას.
I ამოცანის ფორმალიზება
ვთქვათ, მტყუნებათა გამო ავარიული შეწყვე¬ტის გარეშე გპ-ს დასრულებისათვის საჭიროა t_აგ ერთეული დრო. ჩავთვალოთ, რომ მტყუნებათა გამო ავარიულ შეწყვეტებს შორის დროის ინტერ¬ვალები განაწილებულია ექსპონენციალურად λ პა¬რამეტრით. მტყუნების გამოვლენა ხდება შეცდო¬მის სახით აპარატურულიან პროგრამული კონტ¬როლის.საშუალებებით (სურ. 1). აქვე უნდა აღინი¬შნოს, რომ აპარატურული კონტროლით მტყუნე¬ბის გამოვლენა ხდება გპ-ს მიმდინარეობისას, ხოლო პროგრამული კონტროლით – გპ-ს დასრუ¬ლებისას.
აპარატურული კონტროლის საშუალებებით შე¬ცდომის გამოლენის შემდეგ სისტემაში ხდება ოპ¬ერაციის რამდენჯერმე განმეორებითი შესრულება. თუ ეს შესრულება წარმატებით დასრულდება, ანუ მოხდება სისტემის ხარვეზის თვითაღდგენა, მაშინ გპ ნორმალურად გაგრძელდება. თუ ოპერაციის განმეორებით შესრულება წარუმატებლად დასრუ¬ლდება, მაშინ ხდება სისტემის რეკონფიგურაცია და გპ განახლდება სწ–დან.
პროგრამული კონტროლის საშუალებებით შეც¬დომის გამოვლენის შემდეგ ხდება სისტემის რეკო¬ნფიგურაცია და გპ–ის სწ–დან განახლება. ამ შემ¬თხვევაში, შეცდომის გამოვლენა ხდება დაგვიანე¬ბით, ამიტომ ოპერაციის განმეორებით შესრულე¬ბას აზრი არ აქვს.
შემოვიღოთ აღნიშვნები:
P_აკ – აპარატურული კონტროლით შეცდომის გამო¬ვლენის ალბათობა;
P_პკ – პროგრამული კონტროლით შეცდომის გამოვ¬ლენის ალბათობა;
τ_1,τ_2,…τ_n – სწ–ებს შორის დროის ინტერვალები;
t_სშ – საკონტროლო წერტილის შექმნის დრო;
t_სა – გპ-ს ავარიული შეწყვეტის შემდეგ სწ–დან
გპ–ს აღდგენის დრო;

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google