ვებ გვერდების ფერების ფსიქოლოგიური ასპექტები

ავტორი

მირანდა ზოსიაშვილი

კატეგორია

ინტერნეტი და უცხო ენა
სტატიის გადმოწერა

ვებგვერდების ფერების ფსიქოლოგიური ასპექტები

მირანდა ზოსიაშვილი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
miranda_z79@yahoo.de

ანოტაცია: სტატიში განხილულია ფერის მხედველობითი აღქმა და ფერის მნიშვნელობა ვებგვერდების შემუშავების დროს. სტატიაში მოცემულია ფერის ფსიქოლოგიის ცოდნის მნიშვნელობა ვებგვერდის შექმნის დროს და ფერის მნიშვნელობა ონლაინ კომუნიკაციის პირობებში.
საკვანძო სიტყვები: ფერი, ვებგვერდი, მომხმარებელი, ფერთა ფსიქოლოგია

1.შესავალი

ფერი სამყაროს აღქმის ერთ-ერთი საშუალებაა. საუკუნეების მანძილზე ფერები ადამიანის შინაგან განცდაში უფრო არსებობდნენ, ვიდრე ემპირიაში. ფერთა სისტემის შესწავლა ოდითგანვე წარმოადგენდა მეცნიერების არაერთი დარგის ინტერესის სფეროს. საზოგადოების განვითარება თანდათან ქმნიდა სპექტრთა ენობრივი რეალიზაციის მრავალფეროვნების საფუძველს.
სინათლისა და ფერითი მხედველობის მნიშვნელობის პრობლემა წამოჭრილი იყო ჯერ კიდევ ძველბერძნულ ფილოსოფიაში (მაგ. არისტოტელესთან). მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა ახალი დისციპლინა – ფერთამცოდნეობა, რომელიც დაკავებულია ,,ფერის აღქმის, განსაზღვრის, გამოთვლის და განზომილების“ პრობლემით. აღნიშნული დისციპლინის მიხედვით ფერი არის ,,ჩვენს მიერ დანახული საგნების ერთ–ერთი ნიშან–თვისება, რომელიც არსებობს ჩვენს გონებაში როგორც გაცნობიერებული მხედველობითი შეგრძნება“ [1].
ფერთა და სინათლის მოვლენათა შესწავლის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ამ პრობლემისადმი მკვლევართა ინტერესი კანონზომიერია. ფენომენის მრავალწახნაგიანობა, რომელსაც მოკლედ ჰქვია ,,ფერი“, არის მხედველობითი აღქმის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების რთული და მრავალწახნაგიანი ურთიერთქმედების შედეგი. მეცნიერები, მხატვრები ცდილობენ უპასუხონ შეკითხვებს: რა იყო პირველად – სინათლე თუ სიბნელე? როგორია ფერის ბუნება? როგორ იქმნება ფერის შესახებ აზრი? რატომ არის დამოკიდებული ფერის აღქმა ადამიანის მხედველობის ინდივიდუალურ განსაკუთრებულობებზე, ტემპერამენტის, ესთეტიური გემოვნების დონეზე? როგორ აისახება ადამიანის გონებასა და ენაში ფერითი კატეგორიები? რა ფსიქოლოგიური ზემოქმედება აქვს მას ინტერნეტსივცის მომხმარებლისთვის? სწორად ან არასწორად შერჩეული ვებგვერდების ფერების დადებითი და უარყოფითი მახრეები და ა.შ.

2. ფერთა ფსიქოლოგია და ფერი როგორც ინტერნეტკომუნიკაციის მნიშვნელოვანი რესურსი

მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტის გამოყენების ხარჯზე კულტურათა და ენების უფრო მჭიდრო კონტაქტი ხელს უწყობს ფერის სიმბოლიკის ერთიანი აზრობრივი სივრცის წარმოებას. ფერთა კონცეპტი – ფერთა სამყაროს სურათის ერთეულია, პოტენციურად ჩადებული შესაძლებლობის ცნებაა განავითაროს მეტაფორული და სიმბოლური არაფერითი მნიშვნელობები. ფერთა აღქმა და სიმბოლიკა რთული საკითხია. შესაძლებელია ერთსა და იმავე ფერს სხვადასხვა ენაში სხვადასხვა შეფერილობა ქონდეს.
მხედველობითი აღქმა, როგორც გარესამყაროს ვიზუალური სახის პროცესების აგების ერთობლიობა დაყვანილია სინათლის, სიმკრთალის, ფერის ელფერის, თვითონ ფერის და მისი გაჟღენთილობის შეფასებამდე. ფერის აღქმის მექანიზმებს აქვს თანდაყოლილი ხასიათი, გარესამყაროს სინამდვილის მხედველობითი სახის შექმნას აქვს სუბიექტური ხასიათი და უწყვეტად არის დაკავშირებული პიროვნების განვითარების სოციალურ–კულტურულ, ესთეტიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებთან.
ფერი შეიცავს სამყაროს შეცნობის ლოგიკური და მგრძნობელობით–მხატვრული ხერხების შესაძლებლობას. ფერის გრძნობის ქვეშ მარტივი შეგრძნებისა და აღქმის გვერდით, რომელიც ახდენს ფერის ძირითადი მახასიათებლების კონსტატირებას, გაგებულია ადამიანის მიერ ფერის რთული აღქმაც, რომელიც გამდიდრებულია ფერთან დაკავშირებული სახეების, ასოციაციების, წარმოდგენების რიგით.
ფერის სახელების მიღმა დგას ფართო საინფორმაციო პოტენციალი, რომელიც არის რთული და მრავალდონიანი ფერთა სიმბოლიკის საფუძველი. არსებობს ფერის ე.წ. ფსიქოლოგიური მნიშვნელობები. ფერთააღნიშვნების მრავალგეგმიური და არაერთგვაროვანი სემანტიკა დგას მათი სიმბოლიკის საფუძველში და წარმოადგენს მრავალრიცხოვანი ასაოციაციების წყაროს.
დღესდღეობით, როცა უკვე არსებობს ინტერნეტი თავისი უამრავი შესაძლებლობებით (ბლოგები, სკაიპები, ფორუმები, ჩეთები თუ კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის სხვა სახეობები) რასაკვირველია ფერებმა დამატებითი დატვირთვა შეიძინა. ინტერნეტი, როგორც ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება, ფლობს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა საჯაროობა, სოციალური აქტუალობა. იგი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს განაპირობებს ურთიერთდამოკიდებულებას, ურთიერთკავშირს და თანამედროვე სამყაროს განსაზღვრულ მთლიანობას და გააჩნია რეალური შესაძლებლობა მოახდინოს მიზანმიმართული ზემოქმედება ინფორმაციის მომხმარებელზე.
ინტერნეტში, სადაც მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობა არ არსებობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფერებს. უდაოა, რომ ამა თუ იმ საიტის ვიზიტორზე გადამწყვეტი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს სიტყვებსა და ვებ-გვერდის შიგთავსს, ამასთანავე უდიდესი ფსიქოლოგიური ასპექტი ენიჭება ფერებს. მომხმარებელი პირველად ამჩნევს არა სიტყვებს, არამედ ფერებს. არასწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება გააღიზიანოს მომხმარებელი ან არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნას ან პირიქით, შეიძლება მიიზიდოს.
ფერთა ფსიქოლოგია და ფერის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ცოდნა ინდივიდზე აუცილებელია ვებგვერდების დიზაინერებისთვის მათი სამუშაოს შესრულების პროცესში. ის არის ერთ–ერთი ნიშან–თვისება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონლაინ კომუნიკაციის დროს ინფორმაციის გადაცემის და მათი ადეკვატურად აღქმის პროცესში. ფერები, რომლებიც ვებგვერდებში გამოიყენება განხილულ უნდა იქნას როგორც დამოუკიდებლად და ამავდროულად იმ ფერთა მიმართებაში, რომელთან ერთადაც იგი გამოიყენება. ფერები აცოცხლებს არა მხოლოდ ვიზუალურ შეტყობინებას, არამედ ხაზს უსვამს განსაზღვრულ დეტალებს, რის საშუალებითაც ინფორმაცია მომხმარებლისათვის ადვილად აღსაქმელია და ადვილად იშიფრება. ფერს ასევე გარკვეული მიზნით იყენებენ ონლაინ შეთავაზებების დროს, ის კარგი საორიენტაციო საშუალებაა სასურველი ინფორმაციის მოპოვების პროცესში. ფერმა შეიძლება შეცვალოს განწყობა და ქცევა, გამოიწვიოს მომხმარებლის ადეკვატური რეაქცია და, პირიქით, თუკი ფერი არ იქნა შესაბამისად არჩეული, შეიძლება შეცვალოს ვებგვერდის ვიზიტორთა განწყობა. ფერთა ფსიქოლოგიის კარგი ცოდნა აადვილებს დასახული მიზნის მიღწევას. თუკი ვებგვერდების შემქმნებლები არ ფლობენ ფერთა ფსიქოლოგიას მიზანიც შესაბამისად ვერ მიიღწევა, ანდა ნაწილობრივ მიიღწევა. ვებგვერდის შემქმნელებზე ფერის არჩევისას გავლებას ახდენს პირადი დამოკიდებულება ფერისადმი, სიყვარული ან ანტიპათია, ასევე კულტურული, ბიოლოგიური და სხვა ინდივიდუალური ფაქტორები. თითოეულ ადამიანს აქვს საყვარელი ფერი და ფერთან დაკავშირებული საკუთარი ასოციაცია. ფერები ფლობს სფეციპიკურ ხასიათს, რომელიც ადრესატში იწვევს განსაზღვრულ ასოციაციებს და ემოციებს. ამდენად, ფერები შეიძლება გამიზნულად გამოიყენო და ადრესატი წააქეზოს დადებითად ან უარყოფითად.
ფერთა ფსიქოლოგიის კომპლექსურობა აჩვენებს, რომ ფერთა გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოს ვებგვერდის შემქმნელმა. მან აქცენტი უნდა გავაკეთოს არამარტო დიზაინზე არამედ ფსიქოლოგიურ, ემოციურ და რა თქმა უნდა მარკეტინგულ ასპექტებზე.
გასათვალისწინებელია თუ ვისზეა გათვლილი ესა თუ ის ვებგვერდი. და სწორედ მიზნიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ფერის არჩევა. მიუხედავად იმისა, რა ასაკის, სქესის თუ სოციალურ ჯგუფზეა გათვლილი ესა თუ ის ვებგვერდი, მიზანი რა თქმა უნდა ისაა, რომ მომხმარებელს მიეწოდოს ადვილად გასაგები და საინტერესოდ აგებული ვებგვერდი, რათა ინტერესი გამოიწვიოს მომხმარებელში. იმისათვის, რომ შედეგი მიზნის ადექვატური იყოს, აუცილებელია ფერთა ფსიქოლოგიის გათვალისწინება: თუკი ვებგვერდის შემქმნელის მიზანია კონკრეტული ინფორმაციაზე აქცენტირება, რაც ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიწება მყვირალა, გაჯერებულ ფერებს. თბილი ფერები ქმნიან სიახლოვის შთაბეჭდილებას, ცივი ფერები კი, დისტანციის, სისორის ელფერს ქმნიან. თუკი ყურადღება რაიმე კონკრეტულზე უნდა გაკეთდეს, მაშინ კონტრასტულ ფერებს ენიჭება უპირატესობა. აქცენტი კეთდება სიდიდეზე, მოცულობაზე – გამოიყენება ნათელი ფერები. თითოეული ფერის აღქმაზე მისი თანამდევი ფერი ახდებს ზეგავლენას. რაც უფრო ნაკლები ფერი გამოიყენება, მით უფრო ადვილად მიიღწევა დასახული მიზანი. ზოგადად აღიარებულია, რომ ვებგვერდის შექმნისას მაქსიმუმ ექვსი სხვადასხვა ფერის გამოყენებაა დასაშვები [2].
ყველაფერი რაც ვებგვერდზეა ასახული ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს. შრიფტის ფერი მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს ფონის ფერისგან. ორიენტირება ვებგვერდის უმთავრესი ელემენტია, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ამდენად, ადვილად აღქმადი უნდა იყოს და მომხმარებლისთვის საინტერესო. კარგი ვებგვერდი ამავდროულად უნდა იყოს ინდივიდუალური, რაც მდგომარეობს ფორმირებასა და ფერთა არჩევაში.
ფერები, ისევე როგორც ბგერები, ტონები, ჯესტები და მიმიკა, იწვევს ადამიანებში გარკვეულ ემოციებს. ეს აღქმა დღემდე არა არის ბოლომდე ახსნილი, ამგვარი ზემოქმედება არის განზოგადებული.
და მაინც რა არის ის, რის შედეგადაც ფერი ან ფერთა გარკვეული გამა განსაკუთრებით ჰარმონიულად და მიმზიდველად გვეჩვენება, იმ დროს როცა სხვა კონკრეტული ფერი არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს დადებითად, პირიქით უარყოფით ემოციებს იწვევს. ფერებს გააჩნია გარკვეული მიმართებები, ამ მიმართებების ერთობლივი მოქმედება წარმოქმნის განსაზღვრულ ეფექტებს.
ფერთა აღქმა მიმდინარეობს ადამიანის გონებში. ყველა ფერთა ხიბლი, რომელსაც გარე სამყაროდან ვიღებთ, არის ან სინათლის სხივები ან მასალათა რეფლექსია. ვებგვერდების შემოთავაზებების უმნიშვნელოვანესი მიზანი არის ინფორმაციის გადამუშავების დაცვა. ფერთა საშუალებით ინფორმაცია იძენს დამატებით განზომილებას. ფერები არასოდეს არ არის ნეიტრალური, არამედ პირიქით, მათ აქვთ ემოციური შეფერილობა, რაც ადამიანების მიერ სხვაგვარად აღიქმება და ინტერპრეტირდება. ფერზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თითოეული ფერი ხომ კონკრეტული სიხშირის გამოხატულებაა. მას გააჩნია ენერგია, რომელსაც ანაწილებს და რომლითაც გარემომცველ რეალობაზე ზემოქმედებს. [3]

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google