ტესტირების კომპიუტერული მოდელის ინფო-ტექნოლოგიური რეალიზება

ავტორი


მარიამ ზაქარიაშვილი, ირაკლი ჭიჭაშვილი

კატეგორია

მართვის საინფორმაციო სისტემები
სტატიის გადმოწერა

ტესტირების კომპიუტერული მოდელის ინფო-ტექნოლოგიური რეალიზება
მარიამ ზაქარიაშვილი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი, საქართველო. mbagrationi@yahoo.com

ირაკლი ჭიჭაშვილი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი, საქართველო. iraklijt@gmail.com

ანოტაცია – ნაშრომში განხილულია სტუდენტთა ცოდნის შეფასების ტესტური მეთოდის ინფო-ტექნოლოგიური ასპექტები, მიმოხილულია კომპიუტერული ტესტის აგების თანამედროვე პროგრამული პლატფორმა iSpring QuizMaker, ჩამოყალიბებულია ელექტრონული ტესტის აგების ძირითადი პრინციპები, წარმოდგენილია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ტესტირების პრაქტიკული რეალიზების მაგალითი, ნაჩვენებია კომპიუტერული ტესტირების უპირატესობა ტესტირების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით.

საკვანძო სიტყვები : კომპიუტერული ტესტირება, ტესტირების ინფო-ტექნოლოგიური ასპექტები, iSpring QuizMaker პროგრამული პლატფორმა.

I. შესავალი

პედაგოგიური ტესტირება იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თვითონ პედაგოგიური საქმიანობა. ადამიანები, რომლებიც ასწავლიდნენ, ყოველთვის ცდილობდნენ შეეფასებინათ საკუთარი ძალისხმევის შედეგი.
პიროვნების წარმატებულობის და ცოდნის დონის შემოწმების პირველი მცდელობა იყო ჩინეთში ჩვენს ერამდე და ემსახურებოდა ლიტერატურის დარგში თანამდებობის დაკავებას.
პედაგოგიური ტესტები მასიურად გამოიყენეს 1960 წლიდან. ტესტები ბავშვების გონებრივ განვითარებას ამოწმებდა და სავალდებულო იყო სასკოლო სწავლების დაწყებამდე. [1]
აღსანიშნავია, რომ ტესტის საშუალებით ცოდნის შემოწმებას სამეცნიერო პედაგოგიური საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითად აფასებდა. [2]
დღეისათვის ტესტირებას საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა, როგორც ცოდნის შემოწმების სწრაფ და მოხერხებულ საშუალებას. რამოდენიმე წელია, რაც ტესტირება გამოიყენება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, როგორც მოსწავლეთა ერთიანი ეროვნული გამოცდების, ასევე სამაგისტრო გამოცდების და თვით მასწავლე¬ბელთა სასერტიფიკაციო გამოცდების პროცესებში. ონლაინ ტესტირებას განათლების სამინისტრო იყენებს მოსწავლეთა საატესტაციო გამოცდების დროს. კომპიუტერული ტესტირება ინტენსიურად გამოიყენება მრავალ სახელმწიფო, თუ კერძო სექტორში კადრის შერჩევისას, ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღებისას.
ტესტის, როგორც შეფასების ერთ-ერთი ფორმის, ტესტის ძირითადი დანიშნულებისა
და ფუნქციების, ტესტის აგების პედაგოგიური ტექნოლოგიის, ტესტირების შესახებ
რეკომენდაციები მრავალ სამეცნიერო პედაგოგიურ ლიტერატურაშია წარმოდგენილი. [3-5].
ნაკლებადაა წარმოდგენილი ინფორმაცია ინფო-ტექნოლოგიების დახმარებით ტესტის აგების პროგრამული და ტექნიკური ასპექტების შესახებ.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google