ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერიზაციის განვითარება თანამედროვე ეტაპზე

ავტორი


მირიან გიგოლაშვილი

კატეგორია

მართვის საინფორმაციო სისტემები
სტატიის გადმოწერა

ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერიზაციის განვითარება თანამედროვე ეტაპზე

მირიან გიგოლაშვილი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
gigolashvili@hotmail.com

ანოტაცია: ნაშრომში განხილულია ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერიზაციის მიზანი და ამოცანები. ნაშრომში მოცემულია საზღვარგარეთული და ქართული წარმოების ბუღალტრული აღრიცხვის საინფორმაციო სისტემების დახასიათება და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები. ნაშრომში ასევე განხილულია თანამედროვე ეტაპზე ბუღალტრული აღრიცხვის საინფორმაციო სისტემების დანერგვის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

საკვანძო სიტყვები; ბუღალტრული აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის საინფორმაციო სისტემები.

I. შესავალი

თანამედროვე საბაზარო ურთიერთობები უყენებენ მაღალ მოთხოვნებს ინფორმაციის სიზუსტეზე, სისრულესა და ხარისხზე. ამის გარეშე შეუძლებელია ეფექტური მარკეტინგული, ფინანსური, საკრედიტო და საინვესტიციო საქმიანობის წარმართვა.
ამ მიზნების მიიღწევა შესაძლებელია მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ეფუძნება საინფორმაციო სისტემებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერიზაციას, სადაც ცირკულირებენ ეკონომიკური ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადები, რომლებიც გამოიყენებიან მართვის ოპტიმიზაციის საკითხების გადაწყვეტისათვის.
ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერიზაციის ამოცანებია:
• ბუღალტრული აღრიცხვის დაგეგმვის და საფინანსო – სამეურნეო საქმიანობის ანალიზის ამოცანების მთელი კომპლექსის ავტომატიზირებული გადაწყვეტის უზრუნველყოფა
• კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესახებ საიმედო ოპერატიული ინფორმაციის მიღება და მის საფუძველზე აუცილებელი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება
• ერთიანი პირველადი ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიული, ბუღალტრული და სტატისტიკური აღრიცხვის ინტეგრაცია
• უკუ კავშირებისთვის საიმედო ინფორმაციის მოპოვება, რომელიც გამოიყენება მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად
• პირველადი აღრიცხვის სტადიიდან დაწყებული მთელი ტექნოლოგიური პროცესის დამუშავების ავტომატიზაცია [1 ]
ბუღალტრული აღრიცხვა საქართველოში თანთადანობით პასუხობს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, რაც თავის მხრივ განაპირობებს ბუღალტრის ახალი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ბუღალტერი უკვე არ არის ვიწრო სპეციალისტი, ხოლო მისი საქმიანობის სფერო მნიშვნელოვნად ფართოვდება.
ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპზე ბუღალტერი უნდა ფლობდეს ოპერატიულ, საბუღალტრო აღრიცხვის და საფინანსო ანალიზის თანამედროვე მეთოდებს. ახალ რეალობაში მას შეიძლება ეწოდოს “ფინანსური მენეჯერი”, “ბუღალტერი–ანალიტიკოსი”. მუშაობის ახალი მეთოდების დაუფლება შეუძლებელია კომპიუტერული ტექნიკის ფართო გამოყენების გარეშე, ბუღალტერი უშუალოდ მონაწილეობს გამოთვლით პროცესებში და ღებულობს მათზე მთლიან პასუხისმგებელობას. საბუღალტრო აღრიცხვის კომპიუტერიზაცია გულისხმობს კომპიტერზე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის განთავსებას და შემდგომში მთელი ბუღალტერიის კომპიუტერზე გადაყვანას.
ბუღალტრული აღრიცხვის საინფორმაციო სისტემები ამაღლებენ ბუღალტრის შრომის მწარმოებლობას, ამცირებენ “ადამიანური ფაქტორის” გავლენას, ანგარიშგების შედგენის და დოკუმენტაციის წარმოების ხანგრძლივობას.
ამგვარად ბუღალტრული აღრიცხვა თანამედროვე ეტაპზე არის:
• საინფორმაციო სისტემა, რომელიც თავს უყრის ფინანსურ ინფორმაციას სამეურნეო სუბიექტის შესახებ
• ეკონომიკური მონაცემების შეგროვების, შეფასების, განზოგადოების და გაფორმების სისტემა
• მისი მონაცემები აუცილებელია შეზღუდული რესურსების ეფექტური გამოყენებისათვის [2]

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google