სწავლების საინფორმაციო ტექნოლოგიები განათლების ინფორმატიზაციის პროცესში

ავტორი


ნანა ონიანი-საღინაძე

კატეგორია

მართვის საინფორმაციო სისტემები
სტატიის გადმოწერა

სწავლების საინფორმაციო ტექნოლოგიები განათლების ინფორმატიზაციის პროცესში
ნანა ონიანი-საღინაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო.
nana2204@mail.ru

ანოტაცია-სტატიაში განხილულია თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების და განვითარების აუცილებლობის საკითხები სწავლებაში. იტერაქტიული სწავლების რეჟიმი, დისტანციური სწავლების დადებითი მხარეები.
საკვანძო სიტყვები – მულტიმედია, დისტანციური სწავლება, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
I.შესავალი
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT/ICTS) გამოყენება და განვითარება ნებისმიერი ქვეყნისა და საზოგადოების წარმატებული განვითარების, ნათელი პერსპექტივის აუცილებელი წინაპირობაა. ის არსებითად ცვლის ყველა საზოგადოებრივ ურთიერთობას, იქმნება ახალი, ინფორმაციული საზოგადოება. ICT-ის გარეშე წარმოუდგენელია კაცობრიობის, ცხოვრების ნებისმიერი სფეროს პროგრესი, მსოფლიოს უსაფრთხოება, ეფექტიანი საერთაშორისო ურთიერთობები, განათლების სისტემა, სოციალურ- ეკონომიკური წინსვლა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა. უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განვითარებამ ისეთ დონესა და მასშტაბებს მიაღწია, რომ XXI საუკუნე ფაქტიურად წინასწარვეა აღიარებული კაცობრიობის ეტაპობრივი განვითარების ახალ საფეხურად – ე.წ. ელექტრონული საზოგადოების ჩამოყალიბების პერიოდად.
II.სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა

გარკვეული პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიები ძირითადად მაინც ფიზიკისა და მეთემატიკის განშტოებად განიხილებოდა (ფიზიკოსებმა ჩაუყარეს საფუძველი არა მარტო ინტერნეტს, არამედ ვებ–დიზაინსაც კი) და მასში ძირითადად დომინირებდა საკუთრივ პროგრამული ენების დახვეწა და რთული გამოთვლების წარმოება. ამჟამად საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ერთად იხმარება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და უმთავრესად მოიაზრება გლობალური ოფიციალური მნიშვნელობის მქონე ის მულტიმედიური საკომუნიკაციო გარემო, სადაც ადამიანებს შორის არავერბალური ინფორმაციის გაცვლა ისეთივე მარტივია, როგორც ჩვეული საუბარი. დღეისათვის საქართველოში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლების აქტიურობასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. სწორედ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა საფუძველია შემდგომში ელექტრონული წიგნიერების განვითარებისა. დღეს ინტერნეტი მკვეთრად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. თანამედროვე განათლება წარმოუდგენელი გახდა კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე. მოსწავლეების, სტუდენტების და სხვა მოქალაქეების უმრავლესობა აქტიურად იყენებს კომპიუტერის და ინტერნეტის შესაძლებლობებს სახვადასხვა სფეროში და მათ შორის, განათლების მისაღებად.[1]-[2]
თანამედროვე საზოგადოებაში, ინფორმაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, სპეციალისტს სწავლა პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაჭიროება. ადრე შეგეძლოთ ერთხელ მიგეღოთ განათლება და მთელი ცხოვრება მშვიდად გეცხოვრათ. დღეს „ერთხელ მიღებულ განათლებას“ მივყავართ აუცილებლობასთან, რათა ვეძიოთ ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები ცოდნის მისაღებად და გასაღრმავებლად. ინტერნეტ-ტექნოლოგიების და დისტანციური სწავლების გამოყენება სრულიად ახალ შესაძლებლობებს აძლევს სპეციალისტებს როგორც უწყვეტი განათლების მისაღებად, ასევე სპეციალისტების გადასამზადებლად, მეორადი განათლების მისაღებად, და რაც მთავარია, სწავლის პროცესს ხელმისაწვდომს ხდის.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უახლესი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ყველა დარგში მათი დანერგვა და ცოდნის ახალი სფეროების გაჩენა, კონკურენციის ზრდასთან და გლობალური შრომის ბაზრის ჩამოყალიბებასთან ერთად, მოითხოვს პროფესიონალიზმის განუწყვე-ტელ სრულყოფას და ამაღლებას. ამის მიღწევა კი შეუძლებელია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე.[3]
სწავლების ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმთავრეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად ითვლება. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია საზღ-ვარგარეთის ქვეყნების მოწინავე გამოცდილება, რაც აუცილებელია საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის რეფორმისათვის. ინფორმატიზაცია, ინფორმაციის მოპოვება XXI საუკუნის საზოგადოების განვითარების გადამწყვეტ ფაქტორად მოგვევლინა. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებასთან ერთად, განაპირობებს საზოგადოების განვითარების პროცესს. მართალია, ჩვენ ვფლობთ დიდ ცოდნას და ტრადიციული სწავლების დიდ გამოცდილებას, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ICT-ით სწავლების მეთოდების გამოყენებაში. ინტერნეტ ტექნოლოგიების ათვისება და ყველა სფეროში დანერგვა სწავლის პროცესისა და ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრების კანონზომიერი პროცესია. ამიტომაც ამის მიღწევისათვის ერთადერთ რეალურ გზად გვესახება სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ინტერნეტ ტექნოლოგიების ფართო დანერგვა. ვინაიდან დაუსწრებელი სწავლების ფორმა გაუქმებულია, ამასთან სულ უფრო ბევრ ახალგაზრდას სურს უმაღლესი განათლების მიღება, ზოგიერთს კი წარმოებიდან მოუწყვეტლივ, ამის მიღწევა შესაძლებელია უმაღლეს სასწავლებელში დისტანციური სწავლების ფორმის დანერგვით. აღნიშნული კომპიუტერული პროგრამა სტუდენტს აწვდის იმდენად ღრმა და ვრცელ ინფორმაციას, გამდიდრებულს ეფექტური თვალსაჩინოებით, რაც მიუწვდომელია სწავლების ტრადიციული მეთოდისათვის. იგი მკვეთრად აფართოებს სწავლების შესაძლებლობებს. დისტანციური სწავლება არის ცოდნის მიღების ახალი მეთოდი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით: ტელეკომუნიკაცია, ტელევიზია, მულტიმედია, სატელიტური არხებით მონაცემთა გადაცემა და კომპიუტერული ქსელები. დისტანციური სწავლება ადგილის და დროის შეუზღუდავად შესაძლებელს ხდის: გაიცნო უცხო ქვეყნის განათლების სისტემები, მოისმინო ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებელთა საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლების მიერ მომზადებული კურსები, მიიღო კონსულტაციები „პირველი ხელიდან“ – თვით კურსის ავტორისგან, ჩააბარო გამოცდები, მიიღო სერთიფიკატი და მოძებნო სამსახური. ყველა სასწავლო მასალა გადაიცემა კომპიუტერული ქსელით. გამოცდების ჩასატარებლად გამოიყენება ინტერნეტი, ფაქსი, ტელეფონი, დიალოგური ქსელი, ვიდეოფონი, აუდიო და ვიდეო კონფერენციები. დისტანციური სწავლება არის დაუსწრებელი ფორმით განათლების მიღების სისტემა ინტერნეტ- ტექნოლოგიების საშუალებით. სასწავლო მასალის ათვისება და მიღებული ცოდნის შემოწმება არ მოითხოვს სტუდენტის დასწრებას უშუალოდ აუდიტორიაში. დისტანციური სწავლების ფორმა ითვალისწინებს პროფესიული ცოდნისა და ჩვევების მიღებას ინტერნეტ-ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენებით. თანამედროვე ქსელური პროგრამული პროდუქტები იძლევა სტუდენტსა და მასწავლებელს შორის სრულფასოვანი ურთიერთობის ორგანიზების შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში. უმაღლესი დისტანციური სწავლება ივალისწინებს სტუდენტებისათვის აუცილებელი მასალების- ელექტრონული სასწავლო წიგნები, ლექციების ვიდეო ჩანაწერები, სემინარები და სხვ.- ოპერატიულ მიწოდებას. უკუკავშირი ხორციელ¬დება ვიდეო კონფერენციის მეშვეობით.[5]

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google