კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება საინჟინრო განათლების სასწავლო პროცესში

ავტორი


ფრიდონ გოგიაშვილი, გოჩა ლეკვეიშვილი

კატეგორია

მართვის საინფორმაციო სისტემები
სტატიის გადმოწერა

კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება საინჟინრო განათლების სასწავლო პროცესში
ფრიდონ გოგიაშვილი, გოჩა ლეკვეიშვილი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
Pridongo@Gmail.com
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
G.Lekveishvili@Gmail.com

ანოტაცია-სტატიაში განხილულია საინჟინრო განათლების სასწავლო პროცესში დანერგილი კომპიუტერული ტექნოლოგიების შესაძლებლობანი და მათი გამოყენების თავისებურებებასთან დაკავშირებული საკითხები.მოყვანილია კონკრეტული საინჟინრო დოკუმენტაციის გაფორმებისა და გამოთვლების მაგალითები.

საკვანძო სიტყვები- კომპიუტერული ტექნოლოგია,სწავლების მეთოდი, პროგრამული პროდუქტი, ავტომატიზირებული დაგეგმარება, მოდელირება,იმიტაცია.

შესავალი
თანამედროვე პირობებში ძლიერ საგრძნობი გახდა მედია ტექნოლოგიების გავლენა ადამიანზე. განსაკუთრებით აღნიშნული მოვლენა შეინიშნება მოსწავლე ახალგაზრდობაში. ინფორმაციის დიდი ნაკადი, რეკლამები, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები დიდ როლს თამაშობს სტუდენტის სასწავლო-შემეცნებით პროცესში. თუ ადრე სტუდენტი ინფორმაციას ღებულობდა წიგნიდან, ლექციიდან, კონსპექტიდან, დღეისათვის აუცილებელი ხდება მასწავლებელმა გამოიყენოს ინფორმაციის გადაცემის და სწავლების ახალი მეთოდები.
აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში პედაგოგს კარგ დახმარებას გაუწევს სწავლების ტრადიციული მეთოდების და საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათ შორის კომპიუტერული ტექნოლოგიების შერწყმა. კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება სწავლების პროცესს ხდის მობილურს და მკაცრად ინდივიდუალურს. გარდა ამისა სასწავლო პროცესის ზემოთაღნიშნული პრინციპებით დაგეგმვა მიმზიდველია პედაგოგისთვისაც, რადგან იქმნება იმის საშუალება, რომ მასწავლებელმა სწავლების ტრადიციულ მეოდებთან ერთად გამოიყენოს თანამედროვე მეთოდები.
სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, სადაც გამოყენებული იქნება საინფორმაციო- საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას დიდაქტიკური პრინციპები: სისტემატურობა, დიფერენცირებული მიდგომა, მეცნიერულობა და სხვა. ამასთან ერთად ასეთი ტიპის ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებული იქნას სასწავლო პროცესის დაგეგმვის ყველა ეტაპზე. კერძოდ როგორც თვითმომზადების დროს, ასევე სწავლების პროცესში.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google