ავტორი


ზაალ აზმაიფარაშვილი, ნონა ოთხოზორია, ვანო ოთხოზორია

კატეგორია

მართვის საინფორმაციო სისტემები
სტატიის გადმოწერა

LabView-ს გამოყენება სასწავლო პროცესში
ზაალ აზმაიფარაშვილი, ნონა ოთხოზორია, ვანო ოთხოზორია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
z.azmaiparashvili@gtu.ge n.otkhozoria@gtu.ge v.otkhozoria@gtu.ge

ანოტაცია: სტატიაში განხილულია ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების მიმართულებით სტუდენტთა მომზადებისას არსებული პრობლემები და ამ პრობლემების გადასაწყვეტად ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენების აუცილებლობა. აღწერილია იმიტაციური მოდელი საზომი ხელსაწყოების სიზუსტის კლასის შესაფასებლად და საექსპლუატაციო თვისებების და მახასიათებლების დასადგენად.
საკვანძო სიტყვები: LabView, ვირტუალური ლაბორატორია, მეტროლოგია, გრაფიკული დაპროგრამება

I. შესავალი
თანამედროვე განათლების ძირითადი მოთხოვნა ეს არის სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც თეორიულ განათლებასთან ერთად გააჩნიათ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები, რომელიც უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებელ მუშაობას და თვითგანვითარებას არჩეულ სფეროში.
ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების სპეციალისტებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გააცნობიერონ დასაპროექტებელ სისტემებში მიმდინარე ფიზიკური პროცესები და სისტემაში შემავალი საზომი ხელსაწყოების სიზუსტე. ამიტომაც სიტემების და პროცესების კომპიუტერული მოდელირების ამოცანა თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთერთი განუყოფელი ნაწილია.

II. გრაფიკული გარემოს LabView
მომავალი სპეციალისტების მომზადების პროცესში უმაღლეს სასწავლებლებს გააჩნიათ პრობლემები, რომელიც უკავშირდება აპარატურის მორალურ ცვეთას, ასევე აპარტურის უკმარისობას.
გრაფიკული გარემოს LabView-ს გამოყენება საშუალებას იძლევა მომზადდეს მომავალი ინჟინრები, როგორც თეორიული ასევე მაღალი პრაქტიკული გამოცდილებით.
LabView-ს გააჩნია მძალვრი ბიბლიოთეკა სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების სიმულაციისთვის.
ლაბორატორიული სამუშაოების შესრულებას ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებით მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია:
სქემების დამოუკიდებლად აგების შესაძლებლობა, გაანგარიშება და პროცესებისადმი თვალყურის დევნა;
ჩატარებული ექსპერიმენტის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სუფთა, დაცული სამუშაო გარემო;
ცდების დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობა;
ვირტუალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ლაბორატორია უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის კვლევითი ექსპერიმენტების ჩატარებას.
LabView-ს კონცეფცია აგებულია გრაფიკულ დაპროგრამებაზე. პროგრამის შექმნა ხორციელდება ერთდროულად ორ ფანჯარაში, რომელთაგან ერთ-ერთს ეწოდება ”წინა პანელი” და შეიცავს მონაცემთა გამოტანის (ინდიკატორები, დიაგრამები) და მართვის ელემენტებს (გადამრთველი, რეგულატორი, ღილაკები). მეორე ფანჯარას ეწოდება ”ბლოკ-დიაგრამა” და შეიცავს გრაფიკულ კოდს, მათ შორის პროცედურული პროგრამირების საკითხებს (ციკლები, პირობითი ოპერატორები), მათემატიკური ოპერატორები და ა.შ. გარემო არის მოქნილი და შესაძლებელია პროცესის და ობიექტების მუდმივი მოდერნიზება და განახლება.უნდა აღინიშნოს, რომ გრაფიკული პაკეტების დაუფლება შეუძლიათ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც არ გააჩნიათ დაპროგრამების გამოცდილება.
საზომი სიტემების და მათი მეტროლოგიური მახასიათებლების შეფასებისათვის სტუდენტმა უნდა იცოდეს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ძირითადი ცნებები, იცნობდეს ცდომილებათა თეორიას, ანალოგური და ციფრული საზომი საშულებების სტრუქტურას, უნდა შეეძლოს ცდომილებათა გამოთვლა და საზომი ხელსაწყოების მეტროლოგიური მახასიათებლების შეფასება. ზემოთაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად LabView-ს გარემოში შესაძლებელია მომზადდეს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული სამუშაოები თეორიული ცოდნის გასამტკიცებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. განვიხილოთ ამ საკითხების გადაწყვეტა და პრაქტიკული რეალიზაცია ვირტუალურ გარემოში.
LabView-ს გარემოში შევქმენით ვირტუალური ლაბორატორია საზომი ხელსაწყოების სიზუსტის კლასის შესაფასებლად (ნახ.1).

ნახ. 1 ვირტუალური ლაბორატორია

ვირტუალური სტენდის მეშვეობით შესაძლებელია დავადგინოთ გამოსაკვლევი პარამეტრის გაზომვის ცდომილების დამოკიდებულება შესასვლელი სიგნალის სიხშირეზე, ასევე შესაძლებელია სტატიკურ რეჟიმში ცდომილების განსაზღვრა და სტატიკური მახასიათებლების დადგენა, ამპლიტუდურ-სიხშირული მახასიათებლის მიღება და ხელსაწყოების რეალური გატარების ზოლის განსაზღვრა.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google