პროგრამული სისტემების მენეჯმენტი მულტიმედიალური აპლიკაციების დასაპროექტებლად და ასაგებად

ავტორი


გია სურგულაძე, ნინო თოფურია, გიორგი ბასილაძე, ბექა ურუშაძე, მაკა ლომიძე, ლაშა გაბინაშვილი

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება
სტატიის გადმოწერა

პროგრამული სისტემების მენეჯმენტი მულტიმედიალური აპლიკაციების დასაპროექტებლად და ასაგებად
გია სურგულაძე, ნინო თოფურია, გიორგი ბასილაძე,
ბექა ურუშაძე, მაკა ლომიძე, ლაშა გაბინაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
g.surguladze@gtu.ge, nino.topuria@gtu.ge, gbasiladze@yahoo.com, makalo27@mail.ru

ანოტაცია – განიხილება მულტიმედიალური პროგრამული სისტემების დამუშავების მენეჯმენტის ბიზნეს–პროცესების მოდელირების, დაპროექტების და რეალიზაციის საკითხები თანამედრვე ინფორმაცული ტექნოლოგიებით. ბიზნეს–პროცესების მოდელირება ხორციელდება BPMN და UML დიაგრამებით, მონაცემთა ბაზის სტრუქტურის ავტომატიზებული დაპროექტება ORM (ობიექტ-როლური მოდელირების) ინსტრუმენტით, იმიტაციური სიტუაციების ანალიზი CPN – პეტრის ფერადი ქსელით, პროგრამული რეალიზაცია კი – WPF (C#/XAML) და Metro Style App ტექნოლოგიებით, ერთიანი კორპორატიული პორტალი – Ms SharePoint-ით. შემოთავაზებულია ელექტრონული საარჩევნო სისტემის მხარდამჭერი პროგრამული პაკეტის საპილოტო ვერსია მულტიმედიალური საშუალებების, მომხმარებელთა ინტერფეისების და ინსტრუქციების თანხლებით.

საკვანძო სიტყვები – პროგრამული სისტემა. ბიზნეს–პროცესი, მენეჯმენტი, მოდელირება, UML, BPMN, ORM, CPN, ელექტრონული საარჩევნო სისტემა, მულტიმედიალური საშუალებები, WPF ტექნოლოგია.
I. შესავალი
სრულყოფილი, საიმედო და მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფის (Software) სწრაფად დაპროექტება, რეალიზაცია, დანერგვა და შემდგომი თანხლება სისტემის დამკვეთ ორგანიზაციაში მეტად მნიშვნელოვანი ამოცანაა და მისი ეფექტურად გადაწყვეტა ბევრადაა დამოკიდებული როგორც საპროექტო-დეველოპმენტის გუნდის შემადგენლობასა და გამოცდილებაზე, ასევე IT-ინფრასტრუქტურასა და CASE-ინსტრუმენტებზე [1].
ხშირად შეუძლებელია სრულყოფილი და საიმედო სისტემების აგება „სწრაფად“. ობიექტ-ორიენტირებული დაპროგრამების მეთოდი, რომელიც უნიფიცირებული მოდელირების ენის (UML) საშუალებით დამკვიდრდა, უნივერსალუ–რია და მისი გამოყენებით პროგრამის სასიცოცხლო ციკლი მოითხოვს აუცილებელი ეტაპების იტერაციულ განვითარებას [2–4]. პროგრამული სისტემის პროექტის მიზნების, საწყისი პირობებისა და მოთხოვნილებათა გათვალისწინებით მენეჯერის მიერ შეირჩევა კომპრომისული გადაწყვეტილება. მაგალითად, Enterprise Architect ინსტრუმენტში ბიზნეს-პროცესების მოდელირების, კონსტრუირების, დეველოპმენტის და ტესტირების ეტაპების დასაგეგმად ჩაირთვება შესაბამისი “ჩეკ-ბოქსები”

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google