შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის ატმოსფეროს შესაძლო დაბინძურების რიცხვითი მოდელირება

ავტორი


ა. სურმავა, ვ. კუხალაშვილი

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება
სტატიის გადმოწერა

შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის ატმოსფეროს შესაძლო დაბინძურების რიცხვითი მოდელირება
ა. სურმავა1, ვ. კუხალაშვილი2
1,2 ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკიკის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
1aasurmava@yahoo.com; 2Bondo1963@mail.ru

ანოტაცია – რიცხვითი მოდელირებით გამოკვლე¬უ¬ლია კავკასიაში ავარიულად დიდი რაოდნობით ამოფრქვეული დამაბინძურებელი ნივ¬თიერების შესაძლო გავრცელება ატმოსფეროს სხვადასხვა ტიპიური მეტეოროლოგიური სიტუა¬ციების შემთხვევებში. ნაჩვენებია, რომ რომ რეგი¬ონის რელიეფი ძლიერად მოქმედებს მინარევების გავრცელებაზე ატმოსფეროს სასაზღვრო ფენაში. მერიდიანულად ორიენტირებული რიკოთის და მცირე კავკასიონის ქედები ეწინააღმდეგებიან რა ჰაერის აღმოსავლეთით მოძრაობას, აიძულებენ დამაბინძურებელი ნივთიერების ძირითად ნაწილს გავრცელდეს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე. სამხრეთ კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ამოფრქვეული დამაბინძურებელი ნივთიერება სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარის დროს, ამოფრქვევიდან დაახლოებით 18 საათის შემდეგ, აღწევენ შავი ზღვი სანაპირო ზოლს. ქვეფენილ ზედაპირზე დალექვის შედეგად მან შეიძლება გამოიწვის შავი ზღვის სანაპირო ზოლის წყლის დაბინძურება.

საკვანძო სიტყვები –– შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურება, კავკასიის ატმოსფეროს დაბინძურება, პასიური ნივთიერება, რიცხვითი მოდელირება, სედიმენტაცია

I – შესავალი

ნაშრომის მიზანია კავკასიაში ატმოს¬ფერული პროცესების განვითარების რეგიო¬ნა¬ლური მოდელისა [1] და ნივთიე¬რების დიფუზია-გადატანის განტოლების ინტეგრი¬რებით [2] რიცხობრივად მოდელი¬რებული და გამოკვლეული იქნეს კავკასიაში დიდი რაოდენობით ამოფრქვეული ატმოს¬ფეროს დამაბინძურებელი ინგრედიენტის შესაძლო გავრცელება ძირითადი სამი სინოპტიკური სიტუაციის დროს – დასავ¬ლეთის, ჩრდი¬ლოე¬თის და აღმოსავლეთის ფონური ქარების არსებობისას.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google