ლოკალური კომპიუტერული ქსელების დაპროექტების პროგრამული საშუალებები

ავტორი


ძნელაძე აკაკი, ბაბუნაშვილი ანზორი

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება

ლოკალური კომპიუტერული ქსელების დაპროექტების პროგრამული საშუალებები
ძნელაძე აკაკი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისი, საქართველო
akaki_dzneladze@yahoo.com
ბაბუნაშვილი ანზორი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისი, საქართველო
anzori.babunashvili@mail.ru

ანოტაცია-სტატიაში განხილულია ლოკალუ¬რი კომპიუტერული ქსელების დაპროექტების პროგრამული საშუალებები, მათი შესაძლებ-ლობები და ნაკლოვანებები.

საკვანძო სიტყვები-ქსელი, დაპროექტება, პრო-გრამული საშუალებები, წარმადობა, OPNET, NETWizard, NETCracker.

I. შესავალი

კომპიუტერული ქსელი თანამედროვე სა¬წარმოს ან ორგანიზაციის აუცილებელი ელე¬მენტია. მისი მუშობის ეფექტურობა წარმოა¬დგენს ბიზნესის ნებისმიერ სფეროებში წარ¬მატების მიღწევის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს. კომპიუტერული ქსელის მუშაობის ეფექტუ¬რობის მთავარი კომპონენტებია მისი ღირე¬ბულება და წარმადობა. ღირებულებაში იგუ-ლისხმება ქსელის ელემენტების ღირებულება და ქსელის უწყვეტ მუშაობაზე გაწეული დანა¬ხარჯები. წარმადობაში იგულისხმება, თუ რა¬მდენად სწრაფად ხდება მომხმარებლის მოთ¬ხოვნებზე ქსელის პასუხი.

II. პრობლემის აღწერა
ხშირია შემთხვევები, როდესაც ქსელის დამონტაჟების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის არ აკმაყოფილებს მისდამი წაყენებულ მოთხოვ¬ნებს, რაც ძირითადად გამოწვეულია მისი დაპ¬როექტებისას დაშვებული შეცდომებით. ქსე¬ლის დაპროექტება საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაპროე¬ქტების ისეთი პროგრამული საშუალების შერ¬ჩევას, რომელიც საშუალებას იძლევა დაპრო¬ექტების ეტაპზე მივიღოთ მინიმალური ღირე¬ბულებისა და სასურველი წარმადობის ლოკა¬ლური ქსელის პროექტი.
ლოკალური კომპიუტერული ქსელების პროექტირებისას მთავარ ამოცანას წარმოად¬გენს მისი ისეთი სტრუქტურის განსაზღვრა, რომელიც დააკმაყოფილებს მისდამი წაყენე¬ბულ მოთხოვნებს. სწორად შერჩეული სტრუ¬ქტურის წყალობით შესაძლებელია მნიშვნე¬ლოვნად ამაღლდეს ფუნქციონალური პარამე¬ტრები. წარმადობა და რეაქციის დრო არის ის ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელთა უზრუნველყოფას განსაკუთრებული ყურად¬ღება უნდა მიექცეს დაპროექტების ეტაპზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პარამეტრების გაანგარიშება წარმოადგენს ერთ–ერთ მთავარ დაბრკოლებას ქსელის დაპროექტებისას.

III. ქსელების დაპროექტების პროგრამული საშუალებების მიმოხილვა
დღესდღეობით ძირითადად გამოიყენება კო-მპიუტერული ქსელების პროექტირებისა და მოდელირების შემდეგი პროგრამული საშუალე¬ბები: OPNET, NETCracker და NETWizard [1-5].
OPNET-წარმოადგენს ლოკალური და გლობალური ქსელების, კომპიუტერული სის¬ტემების პროექტირებისა და მოდელირების საშუალებას, რომელიც ახორციელებს იერარქი¬ული ქსელების, მრავალპროტოკოლიანი ლო¬კალური და გლობალური ქსელების მოდე¬ლირებას, მარშრუტიზაციის ალგორითმების აღწერას, გამოთვლითი სისტემების პროექ¬ტირებასა და ოპტიმიზაციას, ქსელის წარმა¬დობის ანალიზს და მოდელირებას, ძირითა¬დად იგი გამოიყენება ქსელების წარმადობის გაანგარიშებისათვის, მაგრამ მისი საშუალებით შეუძლებლია ქსელის ღირებულების განსაზ¬ღვრა. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ წარ¬მადობის განსაზღვრა ხდება იმიტაციური მოდელირების საშუალებით, ამიტომ დამპრო¬ექტებელს უწევს ლოდინი, რაც საკმაოდ მო-უხერხებელია დაპროექტების საწყის ეტაპზე.
NETCracker-არის კომპიუტერული ქსე¬ლების ანალიზის, მოდელირების და ავ¬ტომატიზებული პროექტირების პროგრამა, რომლის მიზანია ქსელის საპროექტო დოკუ¬მენტაციის მომზადება და დანახარჯების მინი¬მიზაცია, საშუალებას იძლევა ჩატარდეს ექსპე¬რიმენტები, რომელთა შედეგები შეიძლება გა¬მოყენებული იქნას ქსელის ტიპის, გადაცემის სახის, მოწყობილობების და პროგრამულ-მათემატიკური უზრუნველყოფის დასაბუთე¬ბის მიზნით. NETCracker-ის დახმარებით შეი¬ძლება დაპროექტდეს სხვადასხვა დანიშნულე¬ბისა და მასშტაბის ქსელები, დაწყებული ლო¬კალურიდან, რამდენიმე ათეული კომპიუტე¬რით, დამთავრე¬ბული გლობალურით თანამ¬გზავრული კავშირის გამოყენებით, მის არსე¬¬ნალშია წამყვანი მწარმო-ებლების ქსელური მოწყობილობების მძლავრი მონაცემთა ბაზა: მუშა სადგურები, სერვერები, ქსელური ადა¬პტერები, კომუტატო¬რები, მარშრუ¬ტი-ზატორე¬ბი, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ქსე-ლური ტექნოლოგი¬ების რეალიზებისას.
NETWizard-ეს ქსელური კონფიგურატო¬რია, რომლის დახმარებით ხორციელდება ლოკალური კომპიუტერული ქსელებისა და სტრუქტური¬რებული საკაბელო სისტემების პროექტირება. სისტემური ინტეგრაციის ბაზა¬რზე იგი უნიკალურია, მისი დახმარებით საკ¬მაოდ კარგი მიახლოებით ინტერნეტის დახ¬მარებით შეიძლება დაპროექტდეს ლოკალური ქსელი, ლოკალური ქსელისა და სტრუქ-ტურირებული საკაბელო სისტემის ღირებუ¬ლების შეფასება მისი მთავარი პრიორიტეტია, პროექტირება ხორციელდება ნაბიჯ-ნაბიჯ, დიალოგურ რეჟიმში სპეციფიკური ტერმი¬ნების და რთული შეკითხვების გარეშე, დი¬ალოგის მსვლელობაში შესაძლებელია ზოგი პარამეტრის შესწორება. NETWizard-ის გამოყე-ნების მთავარი ღირსებაა ის, რომ არ არის საჭირო სხვადასხვა წვრილმანი დეტალების დამახსოვრება და მთავარი ყურადღება გადა¬ტანილია ქსელის ძირითად კომპონენტებზე, მის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ იგი ვერ ახერხებს ქსელის წარმადობის გაანგარი¬შებას.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google