საინფორმაციო ტექნოლოგიები ტურიზმში

ავტორი


ნონა კუხიანიძე

კატეგორია

მართვის საინფორმაციო სისტემები
სტატიის გადმოწერა

საინფორმაციო ტექნოლოგიები ტურიზმში

ნონა კუხიანიძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო.
nona1981@mail.ru

ანოტაცია – სტატიაში განხილულია, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ტურიზმში. ამ ტექნოლოგიების საშუალებით ხდება ინფორმაციის დამუშავების დაჩქარება და ტურისტულ ბაზარზე მომსახურეობის ხარისხის გაზრდა, ამასთან ონლაინ ტექნოლოგიების შექმნა და დანერგვა იწვევს ტურისტული ნაკადების ზრდას.
საკვანძო სიტყვები-ტურისტული მომსახურეობის ბაზარი, მომსახურეობის ავტომატიზება, საბანკო ანგარიშების მართვა, ონლაინ ტექნოლოგიები.

I.შესავალი

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები უკვე მყარად დამკვიდრდა ტურისტული მომსახურეობის ბაზარზე. ასეთი მომსახურეობა, ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, უფრო აადვილებს ტურისტების მომსახურეობასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახალი მიმართულებების წარმოქმნის საშუალებას იძლევა.
კერძოდ:
 ახდენს მონაცემთა რეგისტრაციას ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მმართველ პერსონალს უზრუნველყოფს ინფორმაციით;
 აჯგუფებს მონაცემებს ანალიტიკური მიზნით;
 ეკონომიკური ანალიზის მიზნით ამუშავებს მიმდინარე მონაცემებს;
 აკონტროლებს ინფორმაციას, რათა უზრუნველყოს ყველა ბუღალტრული სტატისტიკის და ანალიტიკური ანგარიშების სიზუსტე;
 უზრუნველყოფს მონაცემთა ხელმისაწვდომობას;
 იძლევა პროგნოზირებისა და დაგეგმვის საშუალებებს;
არსებობს მომსახურების კლასიფიკაციის სხვადასხვაგვარი მიდგომა, რომელთა შორის შეიძლება გამოვყოთ ტრადიციული უშუალოდ ოპერატორის ავტომატიზებული მომსახურეობა. ავტომატიზებული მომსახურეობა ადამიანურისგან განსხვავებით კარგავს პრინციპულობის ხარისხს, გვევლინება უფრო მეტად სტანდარტული ფორმით და არ ითვალისწინებს მყიდველის სამომხმარებლო ხარისხს. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომატიზებული მომსახურეობა მოიცავს სუბიექტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და ფიზიკურ პირებთან ელექტრონული სისტემის გამოყენებას სხვადასხვა ფორმით, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე. ბანკის პლასტიკური ბარათების გაჩენამ შეცვალა ნაღდი ანგარიშსწორება უნაღდო ანგარისწორებით. პლასტიკური ბარათების მიღებამ განაპირობა:
 ახალი კლიენტების მოზიდვა და შემოსავლის გაზრდა;
 სტაბილური და სოლიდური ფირმების მიერ პლასტიკური ბარათების გამოყენებამ გააუმჯობესა ბანკის იმიჯი;
 გამორიცხავსისეთშეცდომებსრაცდამახასიათებელიიყოხელზეანგარისწორებისას;
 შემცირდა ბანკნოტების ფალსიფიკაციისა და თაღლითობის ფაქტები; [1]
დიდი წარმატებით სარგებლობს გადახდის ბარათების ორი საერთაშორისო სისტემა: VISA და სისტემა Master Card.
მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფირმა, რომელიც უშვებს გადახდის ბარათებს ითვლება Europay International, რომელშიც შედის 9000-ზე მეტი არა მარტო ევროპული ბანკი, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ბაზრის გადახდის 65%-ს. 1998 წელს გადახდის ბარათების რაოდენობა გაიზარდა 200 მილიონამდე.
ბარათების უმეტესი წილი (73 მილიონზე მეტი) შეადგენს დებეტურ ბარათებს, მათ რიცხვშია ბარათი „ევრო ჩეკი“, Cirrus და Maesrto, რომელსაც განასხვავებენ ტერმინით „გადაიხადე ახლავე“. რაც შეეხება Master Card საკრედიტო ბარათებს, რომელიც მოიხსენიება როგორც „გადაიხადე მოგვიანებით“ მისი წილი ბევრად ნაკლებია ( 8.3 მილიონზე მეტი).
მიუხედავად ამისა, გადახდის ბარათების ისეთი ცნობილი მარკებიც კი როგორიცაა: Visa, Amerikan-Express და Diners Club, არ გამორიცხავენ უსაფრთხო მომსახურეობას არასანქცირებული პირის მიერ. ციფრობრივი ტექნოლოგიების გამოყენებით ბარათის უსაფრთხოების დაცვა ხდება სპეციალური პინ-კოდის საშუალებით. [2]

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google