ბექოფისის მენეჯმენტი ტურისტულ ფირმაში

ავტორი


იზოლდა ხასაია , მანანა ჭუმბურიძე, მარი ტყეშელაშვილი

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება

ბექოფისის მენეჯმენტი ტურისტულ ფირმაში

იზოლდა ხასაია 1, მანანა ჭუმბურიძე2
1,2 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1mchumburidze@mail.ru,2 khasaia_izolda@yahoo.com

ანოტაცია – ნაშრომში წარმოდგენილია ტურისტული ფირმის ბექოფისის on-line რეჟიმში მომსახურების ახალი ფორმები პროგრამა Ms-Excel-ისა და VBA სააპლიკაციო ენის გამოყენებით. აღნიშნულ პროგრამაში შესაძლებელი ხდება ფირმაში მონაცემთა დინამიური მართვა და მუდმივი on-line კავშირი ბექოფისის მენეჯერთან.
საკვანძო სიტყვებიs-ბექოფისი; VBA სააპლიკაციო ენა; ტურისტული ფირმა.

I. შესავალი

ტურისტული ბიზნესის წარმატებული განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ინფორმაციის გადაცემისა და გაცვლის სიჩქარეზე, მის აქტუალობაზე, დროულ მიღებაზე, ადეკვატურობაზე და სისრულეზე.
თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლო¬გიები აქტიურად ინერგება ტურისტული ბიზნესის სფეროში და მათი გამოყენება ხდება ნებისმიერი ტურისტული საწარმოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების აუცილებელი პირობა. ტურიზმის ინდუსტრია შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ კომპიუტერული ტექნოლოგიების მთელი მრავალფეროვნება, დაწყებული ცალკეული ტურისტული ფირმის მართვის სპეციალიზირებული პროგრამული პროდუქტებით და გლობალური კომპიუტერული ქსელების გამოყენებით დამთავრებული.
ბექოფისი ბიზნესში წარმოადგენს, კომპანიის შიდა საოფისე მომსახურების წარმოებასთან დაკავშირებული მთელი რიგი ოპერაციების მართვას
ბექოფისის მენეჯმენტში იგულისხმება თითოეული ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის მოკლე და გრძელვადიანი დაგეგმვა, მათი კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, დოკუმენტაციის დროული შედგენა და მათი დანიშნულების მიხედვით გადანაწილება.
თუმცა ბექოფის-მომსახურება ნაკლებად შესამჩნევია ფირმის კლიენტებისათვის, მაგრამ ის წარმოადგენს კომპანიის წარმატებული ბიზნესის გადამწყვეტ ფაქტორს.
ტურისტული ფირმის მართვის ნებისმიერი პროგრამული პაკეტის ძირითად ნაწილს წარმოადგენს საოფისე ტექნოლოგიების ბეკოფისური შემადგენელი [1].
ასეთი პროგრამების შექმნისას აუცილებელია გათვალისწინება იმისა, რომ პროგრამებს გამოიყენებენ ადამიანები, რომელთათვის კომპიუტერი– არის დამხმარე ინსტრუმენტი ძირითადი სამუშაოსთვის. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების შექმნა, რომლებსაც აქვთ მარტივი და გასაგები ინტერფეისი.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google