ზღვის სანაპირო ზოლში ახალი ეკოლოგიური და ეკონომიკური მოდელები

ავტორი

ბრეგვაძე ა.ვ., სიჭინავა ლ.მ.

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება

ზღვის სანაპირო ზოლში ახალი ეკოლოგიური და ეკონომიკური მოდელები
ბრეგვაძე ა.ვ., სიჭინავა ლ.მ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
amiranibregvadze@gmail.com

ანოტაცია: ნაშრომში ნაჩვენებია ზღვის სანაპირო ზონაში, პლიაჟის წარმოქმნის და ქვიშის აკუმულაციის ჰიდროდინამიკური რიცხვითი და ფიზიკური მოდელების გამოყენების ეფექტიანობა.

საკვანძო სიტყვები: ფსკერის ეროზიის ზონები, სანაპირო პროცესები, ნაპირ-დაცვა.

შესავალი
მრავალწლიანი დაკვირვებების წინასწარმა ანალიზმა აჩვენა გურიის რეგიონზე საშუალებას იძლევა გაკეთდეს შემდეგი დასკვნა. გურიის რეგიონი მოქმედი ბუნებრივი პროცესების პროგნოზირებისა და შესწავლის თვალსაზრისით შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რთული დინამიკური სისტემა, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა გარე ზემოქმედების მიმართ.ზღვამ კატასტროფულად წარეცხა გრიგოლეთის და ფოთის სანაპირო (ნახ. 2) ზოლი და მიუხედავად სპონტანურად გატარებულ მრავალი საინჟინრო ღონისძიებისა ასეულობით მეტრით დაახევინა ნაპირს უკან. აღსანიშნავია, რომ ზღვის სანაპირო ზოლში მიმდინარე პროცესების შესწავლა მხოლოდ ექსპერიმენტული კვლევების საფუძ¬ველზე ვერ იძლევა სასურველ შედეგს, რადგანაც ასეთი კვლევები როგორც წესი ეპიზოდური ხასიათისაა და მათ საფუძველზე საკვლევი ობიექტის სრული სურათის მიღება დროსა და სივრცეში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ამოცანის გადაწყვეტის მთავარი ინსტრუმენტი უნდა გახდეს მათემატიკური მოდელირების საფუძველზე შექმნილი ზღვის ჰიდროდი¬ნამიკური რიცხვითი მოდელის გამოყენება.

ძირითადი ნაწილი
თანამედროვე პირობებში სულ უფრო მკაფიოდ დგება ნაპირების ტალღების დამანგრეველი მოქმედებისაგან დაცვის პრობლემა. ეს დაკავშირებულია 2 მიზეზთან:
ა)პლიაჟების გამორეცხვის პროცესების ინტენსიფიკაცია, რომლებიც წარმოადგენენ ნაპირის დაცვის ძირითად ელემენტებს;
ბ)თანდათანობითი რღვევა პლიაჟის გამმაგრებელი და შემნარჩუნებელი ჯებირებისგან, მათი კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებული სამუშაოების არარსებობის დროს. განსაკუთრებით ნათლად ჩანს ეს შავი ზღვის სანაპიროზე.
ზღვის ნაპირის გამორეცხვა განპირობებულია პირველ რიგში პლიაჟის წარმომქმნელი მასალების (კენჭები და ქვიშა) დეფიციტით და ანთრო¬პოგენური ფაქტორების უარყოფითი მოქმედებით.
ამ გადაწყვეტილების ინჟინრული დასაბუთება წარმოადგენს ძალიან რთულ და კომპლექსურ ამოცანას.ერთ–ერთი მეცნიერული მიდგომა, რომე¬ლიც საშუალებას იძლევა გადაწყვეტილ იქნას ეს ამოცანა კომპლექსურად და საფუძვლიანად, წარ¬მო¬ად¬გენს მათემატიკური მოდელირების მეთო¬დების გამოყენება. საუბარია მათემატიკური მოდელების კომპლექსზე, რომელთაგან თითოეუ¬ლი წყვეტს თავის კერძო ამოცანას, მაგრამ მთლიანობაში ეს მოდელები საშუალებას იძლევიან მიაღწიონ საბოლოო შედეგს იმის საფუძველზე, რომ ყოველი მოდელი გამოიყენებს საწყის ინფორმაციად შედეგებს, რომელიც მიღებულია წინა მოდელის საშუალებით.
ნატანის ფორმირების პროცესი და მათი შემდგომი ტრანსფორმაცია შავ ზღვაში მიმდინარეობს როგორც ადამიანის აქტიური საქმიანობის ფონზე, ასევე სანაპირო დინებისა და ღელვის გავლენით.
ძირითადი ამოცანა სანაპირო პროცესების მართვაში მიმართულ უნდა იყოს ჩამორეცხილი პლიაჟის აღდგენისკენ და არსებული პლიაჟების გაფართოებისკენ აუცილებელ ზომამდე სანაპიროს დაცვის მიზნით, რადგან პლიაჟი – ეს არის სანაპიროს დაცვის ძირითადი ელემენტი.
თხევადი და მყარი მასის ურთიერთქმედების პროცესები ძალიან რთულია. თანამედროვე დრომდე არ არის ნაპოვნი მკაცრი მათემატიკური აღწერა, ამიტომ კვლევის ძირითად მეთოდებს წარმნოადგენს მოვლენების სხვადასხვა ფიზიკური მოდელების აგება.
შავი ზღვის სანაპირო ზონის მათემატიკური მოდელირებისას აუცილებელია ქარისა და ტალღური რეჟიმების მრავალწლიანი დაკვირ¬ვებების ძირითადი მონაცემების, მდინარეთა შესართავების მახასიათებლების, აგრეთვე კლიმატური პირობებისა და გეომეტრიული და ბატიმეტრიული მონაცემების ცოდნა.
კვლევა მიმართულია სანაპიროს დაცვისაკენ და ეფექტური დამცავი ჯებირის (ზღვის მარილ-გამძლე პოლიპროპილენის მასალისგან დამზადე¬ბუ¬ლი ტომრები დიამეტრით 3–21 მეტრი, სიგრძით–50 მეტრი ,რომლის შევსება ხდება ადგილობრივი მასალით–სილით) გამოყენებისკენ, რომელიც წარმოქმნის პლიაჟს და დაიცავს ჰიდრო¬ლოგიური და მეტეოროლოგიური პირობებისგან.
სამუშაოს მიზანი იყო წყვეტილი გამჭოლი დამცავი ჯებირის შექმნა და განსაზღვრა შემდეგი მონაცემებისა: თითოეული ჯებირის დაცილება სანაპირო ზოლიდან, მათ შორის მანძილი, ჯებირის სიმაღლე.
ამ მიზნის მიღწევამ მოითხოვა ისეთი ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა:
– სანაპიროს დაცვის ინჟინრული მეთოდე¬ბის შემუშავება გრძივი გამჭოლი აღჭურვილობის საშუალებით; პლიაჟის ფორმირებაზე გავლენის კვლევა სხვადასხვა ტალღურ და ნატანის სიმძ-ლავრის პირობებში; ხელოვნური რიფების კონსტ¬რუქციული პარამეტრებისა და გეგმიური ადგილ¬მდებარეობის განსაზღვრა, რომლებიც უზრუნ¬ველყოფენ სანაპიროს დაცვას გამორეცხვისაგან;
– რეკომენდაციების შემუშავება სანაპიროს დაცვისათვის გამჭოლი ჯებირების საშუალებით; ტრადიციული მეთოდითა და გრძივი გამჭოლი ჯებირების საშუალებით სანაპიროს დაცვის ეფექტურობის შედარებითი ანალიზი.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google