ელიფსების სტრუქტურა და მათი გამოყენება გერმანულენოვან ონლაინ-ტექსტებში

ავტორი

ნინო შარაშენიძე

კატეგორია

ინტერნეტი და უცხო ენა
სტატიის გადმოწერა

ელიფსების სტრუქტურა და მათი გამოყენება გერმანულენოვან
ონლაინ-ტექტებში

ნინო შარაშენიძე
აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტი
ninisharashenidze@yahoo.com

ანოტაცია: სტატიაში მოცემულია ონლაინ-ტექსტების შექმნის ზოგიერთი ფაქტორები და სტრუქტურული თავისებურებები, რომელთაგან ერთ-ერთი ელიფსია. ნაშრომში განხილულია ელიფსთა სხვადასხვა სუბკლასი როგორიცაა: ელიფსები წარწერაში, გარკვეული ტექსტის სახეობებისთვის დამახასიათებელი ელიფსები, ლექსიკური და ლექსიკური აქტივიზაციით განპირობებული ელიფსები, ელიფსები მყარ გამონათქვამებში, განვითარებით განპირობებული ელიფსები, მაკოორდინირებელი და მომიჯნავე ელიფსები. ემპირიული მასალის სახით სტატიაში გაანალიზებულია გერმანულენოვანი ონლაინ-ტექსტები.

საკვანძო სიტყვები: ონლაინ-ტექსტები, ელიფსები, წინადადების სტრუქტურა, ნორმიდან გადახვევა, ექსპრესიულობა

1. შესავალი
დღესდღეობით თანამედროვე ადამიანის ცხოვრება კომპიუტერისა და ინტერნეტკავშირების გარეშე წარმოუდგენელია. კომუნიკაციის ეს შედარებით ახალი საშუალება ელვისებური სისწრაფით იპყრობს მსოფლიოს. როგორც ყველა სიახლეს, მასაც მოაქვს გარკვეული ცვლილებები არა მარტო სოციალურ ცხოვრებაში, არამედ ენობრივი თვალსაზრისითაც. ტექნიკის განვითარება ერთ-ერთი ექსტრალინგვისტური ფაქტორია, რომელიც აისახება ენობრივი სტრუქტურების თავისებურებებზე, და კერძოდ გამოხატვის პლანზე. დროის დეფიციტი ან გარკვეული ქმედების სწრაფად შესრულების აუცილებლობა იწვევს ცვლილებებს ონლაინ-ტექსტების სტრუქტურაშიც, როდესაც კომუნიკატორი ცდილობს სიტყვათა მინიმალური რაოდენობით რაც შეიძლება ფართო აზრის გამოხატვას. ამდენად თუ ჩვენ შევადარებთ ჩვეულებრივ, ქაღალდზე დაბეჭდილ მთლიან ენობრივ წარმონაქმნს ვირტუალურად დაწერილ ტექსტებს, განსვავება თვალშისაცემი გახდება: ონლაონ დაწერილი წინადადებების სტრუქტურა, როგორ წესი, არის უფრო მცირე მოცულობის და მას ხშირ შემთხვევაში აკლია გრამატიკულად მნიშვნელოვანი წევრები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი წაკითხულის გაგება-გაგებინებაზე ჩვეულებრივ ზეგავლენას არ ახდენს.

II. ელიფტური წინადადებები ონლაინ–ტექსტებში
ტრადიციულად ადამიანთა ვერბალური კომუნიკაცია შედგება გამონათქვამებისგან, რომელთა სტრუქტურაში თავის მხრივ ცალკეული წინადადებები შედის: „Äußerungen sind die grundlegenden Einheiten von Texten. Sie haben oft die Form von Sätzen. Das darf aber nicht dazu verleiten, Satz und Äußerung als dasselbe oder als zwei Seiten derselben Sache aufzufassen“[3]. ტექსტი კი გლობალური ენობრივი მოვლენაა, რომელიც წინადადებათა კოჰერენტულ თანმიმდევრობას წარმოადგენს: „Der Text [...] eine durch grammatische vorrangig pronominale Vertextungsmittel verkettete kohärente Folge von Sätzen mit einem relativ abgeschlossen behandelten Textthema, während bei Akzentuierung textexterner (kommunikativer) Aspekte der Text als Produkt sprachlichen Handels mit einer erkennbaren kommunikativen Funktion angesehen wird“[4]. ტექსტისგან განსხვავებით წინადადება შედარებით დასრულებულ აზრს გამოხატავს. გერმანული წინადადება ჩვეულებრივ ორნაწილიანია, ნომინატიური და ვერბალურია.
მაგრამ ეს მახასიათებლები არაა ძალაში ყველა წინადადებისთვის, ვინაიდან ზოგს (გრამატიკული თვალსაზრისით) უმნიშვნელოვანესი წევრები შეიძლება აკლდეს. ასეთ წინადადებებს ეწოდება ელიფტური, ანუ ელიფსები. ტერმინი ”ელიფსი” ბერძნული წარმოშობისაა (elleipsis ”დაკლება, გამოტოვება”) და გულისხმობს ენობრივ ელემენტთა გამოტოვებას, რომელთა აღდგენა სინტაქსური წესებისა ან ლექსიკური თვისებების საფუძველზეა შესაძლებელი: „Aussparung von sprachlichen Elementen, die auf Grund von syntaktischen Regeln oder lexikalischen Eigenschaften (z.B. Valenz eines Verbs) notwendig und rekonstruierbar sind“[2].
განასხვავებენ ელიფსების სხვადასხვა ტიპებს, რომელთა განაკუთრებით საინტერესო და დაწვრილებით კლასიფიკაციას ვ. კლაინი გვთავაზობს. მას განეკუთვნება:
1) წარწერები და მისთ.(Aufschriften und Ähnliches). ელიფტურ წინადადებათა ეს ფორმა საკმაოდ გავრცელებულია და დამოკიდებულია სიტუაციური ცოდნაზე (Betreten verboten!);
2) გარკვეული ტექსტის სახეობებისთვის დამახასიათებელი ელიფსები (Textsortenellipsen). ელიფსთა ეს სახეობა ხშირია სარეკლამო ტექსტებში, ამინდის ცნობებში, შეტყობინებებში, რეცეპტებსა და ინსტრუქციებში (მაგ.:Das erste Shampoo mit Anti-Rezidiv-Technologie mit Selensulfid. Lang anhaltende Wirksamkeit nach Aussetzen der Behandlung. Bis zu 4 Wochen. Ergebnisse in klinischen Studien nachgewiesen);
3) მყარი გამონათქვამები (feste Ausdrücke). ესაა მოთხოვნა (Raus! Tür zu)), ექსპრესიული შეძახილი (So ein Glück!) ან რიტუალური ფორმულები (Gewitter im Mai – April vorbei);
4) ლექსიკური ელიფსები (lexikalische Ellipsen). აქ ვ. კლაინი განასხვავებს სრულიად ლექსიკალიზებულ აგუმენტთა რედუქციას (Otto sitzt (im Gefängnis), die Hühner legen immer weniger), ლექსიკალიზებულ ელიფსებს (der Angestellte, der Angeklagte) და ინფინიტური ვერბალური ფორმის ლექსიკალიზებილ გამოტოვებას (Der Kleine muss schon wieder);
5) ლექსიკური აქტივიზაციით განპირობებული ელიფსები (verarbeitungsbedingte Ellipsen). მათგანეკუთვნება დროებითი შეცდომები, რომლებიც წარმოიშობა გრამატიკულად არაკორექტულ გამონათქვამებში, რაც აფაზიით დაავადებულთათვისაა დამახასიათებელი;
6) განვითარებით განპირობებული ელიფსები (entwicklungsbedingte Ellipsen). აქ საუბარია გამონათქვამებზე ერთენოვნების ან ორენოვნების პირობებში, რომელთათვის ერთსიტყვიანი წინადადებეია დამახასიათებელი. ასეთი რამ ტიპურია პატარა ასაკის ბავშვებისთვის ან ზრდასრულთათვის, რომლებიც უცხო ენას სწავლობენ და არც თუ ისე კარგად ფლობენ გრამატიკულ წესებს;
7) მაკოორდინირებელი ელიფსები (Koordinationsellipsen). ისინი მოიცავენ თანწყობილი სტრუქტურის ელემენტებს (Fritz schwimmt schneller als Otto (schwimm));
8) მომიჯნავე ელიფსები (Adjazenzellipsen). ესაა, ერთი მხრივ, გრამატიკულად სრულყოპილი, ხოლო მეორე მხრივ, ელიფტური წინადადების შეკავშირება, რომლის ფარგლებშჳც ერთობლივი აზრი ძევს. მას განეკუთვნება: კითხვა-პასუხი: (Wer schlug wen wo? – Alexander die Perser bei Isso), ნაწილობრივი შესწორება (Otto hat hundert Euro gewonnen – (Nein,) Peter tausend verloren), ნაწილობრივი მტკიცება (Otto hat im Lotto gewonnen. – (Ja,) fast eine Million), პარალელიზმი(Ich komme heute Abend – Ich auch. – Ich nicht).[6].
ჩემი აზრით ლოგიკური იქნება მივაკუთვნოთ ელიფსების რიცხვს ასევე ეგზისტენციალური წინადადებები (Alles wie damals: die Stadt, Gärten, Bäume, Gesichte), სახელდებითი წინადადებები (Billard, Mutmassungen, Blechtrommel…) და ე. წ. ”ემოციური ნომინატივი” (Donnerwetter! Teufel!), ანუ ისეთი სტრუქტურები, რომლებიც მხოლოდ ნომინატივისგან (ან კონსტრუქციიდან ”ნომინატივ+მისი განსაზღვრება”) შედგება, ხოლო შემასმენელი არ სახელდება, მაგრამ იგულისხმება [1].
ელიფტური სტრუქტურა აქვს ისეთ სტილისტურ საშუალებებს, როგორიცაა წინადადების დანაწევრება(Isolierung absolute Absonderung), მაგ.: Ich schrieb sie ab. Ohne beleidigt zu sein; პროლეპსი (Prolepse), მაგ., Immer nach Norden, das war natürlich auch eine Antwort; პარენთეზა (Parenthese (Einschub), მაგ., Einer dieser Schlägertypen – bezeichnenderweise Stahlkopf mit Namen – ließ die uns anvertrauten Schutzhäftlinge zum Appel antreten und befahl den Juden unter ihnen, gesondert Aufstellung zu nehmen; ანაკოლუთი (Anakoluth), მაგ., Die Pest…Er kam zu mir in seinen letzten Stunden, und ich erkrankte auch [5].
მას შემდეგ, რაც განვიხილეთ ელიფტურ წინადადებათა სხვადახვა სახეობა, გავაანალიზოთ ამგვარი წინადადებები ონლაინ დაწერილი ტექსტების მაგალითებზე:
გამონათქვამზე ”Die wahre Stärke eines Mannes sieht niemand an den Muskeln, die er hat, welches Auto er fährt, die Sachen, die ihn kleiden oder gar, wie dick sein Portemonnaie…sondern…einzig und allein, wie er hinter dir steht.” გაკეთდა შემდეგი კომენტარები: ა) Absolut richtig! Aber man sollte dabei nicht vergessen, dass das auf Gegenseitigkeit beruht (პირველი წინადადება შეიცავს ლექსიკურ ელიფსს, რომლის სრული ფორმაა Das ist absolute richtig.). ბ) Alle Daumen hoch, die Hoffnung stirbt zusletzt (ამ კომენტარშიც პირველი წინადადება შეიცავს ლექსიკურ ელიფსს, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება შეივსოს: Alle müssen Daumen hoch halten). გ)Habe oftmals andere Erfahrungen gemacht…Je mehr Mann hinter einer Frau steht und zu ihr hält…umso mehr wird der Mann verarscht…weil die Frau sich denkt mit dem kann ick ja alles machen…er liebt mich ja …(აქაც პირველი ფრაზა ლექსიკურ ელიფსია, რომელსაც ქვემდებარე აკლია: Ich habe oftmals andere Erfahrungen gemacht). დ)Auf den Punkt gebracht (). ე) Genau (ეგზისტენციალური წინადადება). Richtig (ეგზისტენციალური წინადადება)..ვ) Wie wahrrr (ემოციების გამომხატველი ეგზისტენციალური წინადადება).). ზ)Was nütztdas wenn die Stärke einer Frau einzig und allein darin liegt nach vorn zu schauen…ohne sich umzudrehen (წინადადების დანაწევრების შემთხვევა)[7]. მითითებული ლინკის თანახმად შეიძლება ვნახოთ სხვა ონლაინ-კომენტარებიც, აქ გაანალიზებული იყო მხოლოდ და მხოლოდ გრამატიკულად არასრულყოფილი სტრუქტურის მქონე წინადადებები, მაგრამ მოყვანილ მაგალითებზეც ჩანს, რომ ელიფტური წინადადებები საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა ვირტუალურ ტექსტებში.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google