შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მდგომარეობის რეგიონული პროგნოზის სისტემის გაფართოებული ვერსია

ავტორი


ავთანდილ კორძაძე, დემური დემეტრაშვილი, ვეფხია კუხალაშვილი

კატეგორია

მოდელირება და პროგრამირება
სტატიის გადმოწერა

შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მდგომარეობის რეგიონული პროგნოზის სისტემის გაფართოებული ვერსია

ავთანდილ კორძაძე1, დემური დემეტრაშვილი1, ვეფხია კუხალაშვილი1
1ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი.
akordzadze@yahoo.com, demetr_48@yahoo.com

ანოტაცია – განიხილება შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მდგომარეობის მონიტორინგისა და პროგნოზის სისტემა, რომელიც შემუშავებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში ევროკავშირის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების ARENA და ECOOP ფარგლებში. სტატიაში მოყვანილია აღნიშნული სისტემის გაფართოებისა და სრულყოფის სქემა.

საკვანძო სიტყვები – რეგიონული მოდელი, განტოლებათა სისტემა, ცირკულაცია, ტემპერატურის ველი, პროგნოზის სისტემა.

შავი ზღვის კვლევის მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, თანამედროვე წარმო¬დგე-ნები მასში მიმდინარე პროცესების შესახებ არ არის საკმარისი მრავალი პრაქტიკული ღირებუ¬ლების ამოცანათა გადასაწყვეტად. პირველ რიგში ეს ეხება სანაპირო რაიონს, რომლის შესწავლის აუცილებლობა დაკავშირებულია აქტიურ ნაოსნო-ბასთან, სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ტექნოლოგიურ პლატფორმათა მშენებლობა¬სთან, ნავთობის, ბუნებრივი აირის და სხვა ბუნებ¬რივი რესურსების მოპოვებასთან, მაღალ ბიოლო¬გიურ პროდუქტიულობასთან და სხვ. ყოველივე ეს, ბუნებრივია, ზრდის ანტროპოგენური დატ¬ვირ¬თვის რისკს. დღეისათვის საქართველოს ტე¬რი¬ტო¬რიულ წყლებში მნიშვნელოვნად იზრდება სამეურნეო საქმიანობა, რაც დაკავშირებულია სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან. წყლის ტემპერატურა, მარილიანობა, დინება და ზღვის დონის ცვალებადობა წარმოადგენს სანაპირო ზონებში მიმდინარე მრავალი პროცესის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ფაქტორს.
საზღვაო ნავიგაციისა და საპორტო ოპერა-ციების ეფექტურად წარმოებისათვის მეტად მნიშვნელოვანია დროული ინფორმაციის მიღება ზღვის ღელვიანობისა და ზღვის დონის ცვალე-ბადობის შესახებ. ცხადია, რომ არსებულ ვითა¬რებაში მეტად აქტუალურია ქვეყანას გააჩნდეს შავი ზღვის მდგომარეობის საიმედო ავტომატი¬ზირებული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ოპერატიულად მივიღოთ ზღვის მიმდინარე და მომავალი მდგომარეობების ამსახველი ინფორმაცია. აღნიშნული პრობლემე¬ბის გადაჭრა მხოლოდ ექსპერიმენტული გზით შეუძლებელია და მოითხოვს მათემატიკური მოდელირების მეთოდების ფართო გამოყენებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ შავი ზღვა წარმო¬ადგენს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს, სავარაუდოა, რომ ანტროპოგენური დატვირთვა გაიზრდება, რაც საფრთხეს შეუქმნის ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობას. ყოველივე ეს უფრო აქტუალურს ხდის შავ ზღვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლას.
საქართველო შავიზღვისპირა ქვეყანაა და ამიტომ დიდია შავი ზღვის გავლენა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნი¬ვერ-სიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათე¬მა-ტიკური მოდელირების სექტორში შავიზღვის¬პირა ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობით ევროკავშირის საერთაშორისო სამეცნიერო პროექ-ტე¬ბის ARENA და ECOOP ფარგლებში შემუშა¬ვე¬ბულია შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მდგომარეობის მონიტორინგისა და პროგნოზის რეგიონული სისტემა [1-4], რომელიც ერთ-ერთი კომპონენტია მთლიანად შავი ზღვის მდგომარეობის მონიტორინგისა და პროგნოზის სისტემისა. აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა წარმოადგენს ბოლო ათეულ წელიწადში შავი ზღვის ოკეანოგრაფიის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას [5-7]. რეგიონული სისტემა, საშუალებას იძლევა გავთვალოთ დინების, ტემპერატურისა და მარილიანობის სამგანზომილებიანი ველები 1 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. სისტემას საფუძვლად უდევს შავი ზღვის დინამიკის რეგიონული მოდელი, რომე-ლიც დაფუძნებულია ოკეანის ჰიდროთერმო¬დინა-მიკის განტოლებათა სრულ სისტემაზე [8 - 12].

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google