ინტერნეტი როგორც გერმანული ენის ლექსიკის ანგლიციზმებით შევსების სამოტივაციო ბაზა

ავტორი


ლალი გოგისვანიძე

კატეგორია

ინტერნეტი და უცხო ენა
სტატიის გადმოწერა

ინტერნეტი როგორც გერმანული ენის ლექსიკის ანგლიციზმებით
შევსების სამოტივაციო ბაზა

ლალი გოგისვანიძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
lgogisvanidze@hotmail.com

ანოტაცია: სტატიაში მოცემულია ნასესხები ინგლისური ლექსიკის ანალიზი, როგორც ტერმინოლოგიის, აგრეთვე ფრაზეოლოგიის დონეზე. განხილულია ანგლიციზმების ჩართულობა სიტყვათა წარმოების პროცესში, გამოყოფილია პირდაპირი ნასესხობის, კალკირების და ანალოგიების შექმნის შემთხვევები. საკვლევ მასალად აღებულია ინტერნეტსივრცე.

საკვანძო სიტყვები: ინტერნეტი, გერმანული ენა, ანგლიციზმები.

I. შესავალი.

ფართო გლობალიზაციის პერიოდში, რომელიც მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს და რომელიც აქტიურად იჭრება ენის სფეროში, არ იწვევს გაკვირვებას უცხოური ლექსიკის შემოსვლა ამა თუ იმ ენაში. ამით ხდება ნაციონალური ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრება, დასტურდება ენის და კულტურის ურთიერთგავლენა, იქმნება საერთო ენობრივი ფასეულობები. [1]
გერმანული ენის ლექსიკაში ნასესხები სიტყვების ფენა, კონკრეტულად ანგლიციზმები, შემოდის აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის, თანამედროვე ინტერნეტ-ტექნლოგიების, რეკლამის, ტელევიზიის და პრესის საშუალებით. უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტები და ახალგაზრდობა განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ მათ ენის წერით თუ ზეპირ ფორმებში. გერმანული ენის ლექსიკის შევსება ანგლიციზმებით ხდება სხვადასხვა დონეზე: როგორც ცალკეული სიტყვა-ტერმინების, აგრეთვე უფრო მაღალ-ფრაზეოლოგიის ანუ ხატოვანი, ექსპრესიული ლექსიკის დონეზე. საინტერესოა, რომ ანგლიციზმები ერთვებიან აგრეთვე სიტყვათწარმოების პროცესში, მონაწილეობენ ახალი აბრევიატურების შექმნაში.
ამ პროცესის ძირითად მიზეზად უნდა ჩაითვალოს ახლად შექმნილი საგნების და მოვლენების ნომინაციის საჭიროება, სტილისტური ეფექტის შექმნის სურვილი თუნდაც მოსაუბრის სურვილს ხაზი გაუსვას თავის ინფორმაციულობას უახლესი მიღწევების სფეროში.

II. ანგლიციზმების გავლენა თანამედროვე გერმანულ ენაში

ბევრი ანგლიციზმი შემოსულია კომუნიკაციისა და ინტერნეტის სფეროდან, მაგალითად, სიტყვა “das Cover”, რომელიც დაფიქსირებულია თანამედროვე გერმანული ენის ლექსიკონში, აღნიშნავს ილუსტრაციას ჟურნალის ან კონვერტის ყდაზე, დისკის კოლოფზე. მისგან ნაწარმოებია სიტყვა “Covergirl” – გოგონას გამოსახულება კომპაქტდისკზე.
მოვიყვანთ კიდევ რამოდენიმე ანგლიციზმის მაგალითს, რომლებიც ინტერნეტიდან შემოვიდნენ გერმანულ ენაში: ზმნები “chatten” – „ურთიერთობა ინტერნეტით”; და “simsen” – “სმს – შეტყობინების გაგზავნა”.
საზოგადოებაში პრესტიჟულად ითვლება გასტრონომიული სახელწოდებების გამოყენება:
Poridge – ნაცვლად “Haferbrei”.
“Crab Meat” – ნაცვლად “Krabenfleisch”.
ახალგაზრდები ხშირად ხმარობენ “mein Dad(dy)” და “my family”.
როგორც უკვე აღინიშნა, ანგლიციზმები აქტიურად მონაწილეობენ სიტყვათწარმოების პროცესში, შედეგად მივიღეთ:
1. Software (კომპიუტერის მატერიალური უზრუნველყოფა), რომელიც კომპონენტად შევიდა შემდეგ გერმანულ კომპოზიტებში – Software – Ingenieur ან, Saftware – Entwicklung, Software – Spezialist.
2. Rock (მუსიკალური სტილი) კომპოზიტებში – Rockmusk, Rockoper, ზმნა rocken და ზედსართავი სახელი rockig.
3. ინგ. Jogging – იდან (სირბილი ძუნძულით) გერმანულ ენაში მივიღეთ der Jogger, (მორბენალი) der Jogger – Dress, (მორბენალის წვრთნა) ზმნა joggen. [2]
თუკი დავუკვირდებით ინტერნეტის სფეროდან მოსულ აბრევიატურებს, მათში იკვეთება PC, CD, CD – Rom, E-, i-, WWW – მაწარმოებლიან ანგლიციზმები: მაგ:. CD – Disk, Cd – Platte, Cd – Plauer/Spieler
Cd – Rom – Laufwerk;
E – Boom, E – Business, E – Job
E – Universität, E – Bombe, E – Kapital
და გიბრიდული
E- mail – Desinfektionsdienst, E – Learning – Expert
i – Datenbank, i – Fabrik, i – Homepage
i – Programmierung, i – Hosting
WWW – Radio, WWW – Welt, WWW – Flirkontor
ნასესხები ინგლისურ-ამერიკულ სიტყვებს შორის არიან:
1) პირდაპირ ნასესხები სიტყვები. მაგ:. Airport, Bahn – Card, Cyty – Call
2) სემანტიკური კალკები ინგლისური ენიდან მაგ.: das macht keinen Sinn – it doesn’t make sense
3) ანალოგიით შექმნილი სიტყვები: Musical (მიუზიკლი), Grusical (საშინელებათა ფილმი), Historical (ისტორიული ფილმი, პიესა), Political (მუსიკალურ-სატირული რევიუ).
მათ გვერდით ანალოგიით შეიქმნა პაროდიული სიტყვები Absurdical, Erotical, Frostical.
როდესაც უცხო სიტყვა შედის გერმანულ ენაში, ის რა თქმა უნდა იღებს ამ ენის მორფოლოგიურ მაჩვენებლებს: სქესს, რიცხვს; ისინი იბრუნვიან და იუღლებიან. მაგ.:
Ich designe eine Kaffeekanne
Du designest ein Auto
Ich recycle Papoer
Er recyclt Biomüll
თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მაგ.:
ein frisierte Motor ist getuned და არა getunt
perfektes Timing ist getimed და არა getimt.
ზოგი ინგლისური სიტყვა ინტეგრირებისას იმდენად იცვლის სახეს, რომ რთულია მათი ამოცნობა მიღებულ გერმანულ სიტყვაში. მაგ.: ინგლისურმა სიტყვამ “tough” მოგვცა გერმანული “taff”, და ინგლისურმა “pushen” – გერმანული “puschen”.
რაც შეეხება ფრაზეოლოგიზმების სესხებას უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ნაკლებად შემოდიან კლასიკური ციტატების სახით და უფრო ხშირად მოდიან რეკლამიდან. მაგ:. Pricecutting erhalten die Freundschaft (ნაცვლად Kleine Geschenke erhalten die Freundschaff).
აგრეთვე შემოდიან ოფიციალურ პირთა ზეპირ გამოსვლებიდან, მაგ:. Mit good Card – „შანსის ქონება წარმატებაზე“ გამოყენებულია წინადადებაში Dieser Junge Untfernehmer hat mitgood Cards begonnen.
თანამედროვე პუბლიცისტიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ გერმანულ ენაში ინტენსიურად შემოდის სპორტული ლექსიკიდან მეტაფორა. მაგ:. ფრაზეოლოგიზმი fit sein (კარგ სპორტულ ფორმაში ყოფნა) ფართოდ გავიდა ვიწრო სპორტული სფეროდან სხვა ენობრივ დონეზე და მიიღო მნიშვნელობა „იყო შრომისუნარიანი, კვალიფიცირებული, კონკურენტუნარიანი“: Deutschland ist europafit. [3]
გერმანულ ენაში აშკარად იზრდება ანგლიციზმების შემცავი ფრაზეოლოგიზმები, რომლებც ამდიდრებენ ამ ენას ექსპრესიული შეფერილობის გამო. მაგ:. ნასესხები ფრაზეოლოგიზმი hot Ponts – „ცხელი შარვალი” ანუ „ძალზე ვიწრო ქალის შარვალი”:
Der Trend heutiger Mode sind hot Pants
heaven on earth (სამოთხე დედამიწაზე). Das Selikontal ist heaven an earth für Computerfachmänner, die rund um die Uhr in Cyberspace leben, aber reales Geld verdienen.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google