ორგანიზაციული მართვის ბიზნეს-პროცესების მოდელირება, დაპროექტება და პროგრამული რეალიზაცია

კატეგორია: მოდელირება
  • სტატიის დეტალები

    ავტორი:გია სურგულაძე, ციური ფხაკაძე, თინათინ კაიშაური, ალექსანდრე კეკენაძე

    ინსტიტუტი:საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

    სხვა:g.surguladze@gtu.ge, ciurifxakadze@yahoo.com, kaishauri@mail.ru, a.kekenadze@gtu.ge

  • გააზიარეთ
  • ანოტაცია

    განიხილება ორგანიზაციული მართვის ობიექტების სისტემური ანალიზი, მათი მისიის, მიზნების, ბიზნეს-ფუნქციების გამოვლენით, ლოგისტი¬კური მენეჯმენტის ბიზნეს-პროცესების კლასიფიკაცია, მათი მოდელირება ობიექტ-ორიენტირებული და პროცეს-ორიენტირებული მიდგომებით. შემოთავაზებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქ-ტურის ბიბლიოთეკის (ITIL) მეთოდოლოგიის გამოყენება, IT სერვისების დამუშავების, უწყვეტი განახლების და ბიზნესპროცესების შესასრულებლად მათი მუდმივი უზრუნველყოფის ორგანიზაციული საკითხები, IT სერვისების სასიცოცხლო ციკლის ანალიზის და ეფექტური მართვის პრინციპების ჩამოყალიბება, მათი იტერაციული და ინკრემენტალური რელიზებით ბიზნესის უწყვეტი მომარაგება. წარმოდგენილია რთული ბიზნეს-ობიექტის („საწარმოო ფირმა-საფინანსო ბანკი“) ორგანიზაციულ-ტექნიკური დონის შეფასების და საკრედიტო რისკების მართვის ბიზნეს-პროცესების მოდელები, ექსპერტულ შეფასებათა მეთოდების, უნიფიცირებული მოდელირების ენის და სერვის ორიენტირებული არქიტექტურის პრინცი¬პების გამოყენებით. საკვანძო სიტყვები – ორგანიზაციული მართვის სისტემა, ბიზნეს–პროცესი, მოდელირება, UML, BPMN, ორგანიზაციულ-ტექნიკური დონის შეფა¬სება, საკრედიტო რისკების პროგნოზირება, სერვის-ორიენტირებული არქიტექტურა, დაპროგრამების WPF ტექნოლოგია.


    გადმოწრეთ სრული ვერსია pdf