შავი ზღვის რეგიონული პროგნოზის სისტემა საქართველოს სანაპირო ზოლისა და მიმდებარე აკვატორიისათვის, რომელიც
ერთ-ერთი კომპონენტია მთლიანად შავი ზღვის დიაგნოზისა და პროგნოზის სისტემისა, გაფართოებულია ნავთობისა და სხვა მინარევების გავრცელების ორი და სამგანზომილებიანი მათემატიკური მოდელების ჩართვის გზით. ამჟამად, რეგიონული პროგნოზის სისტემა ფუნქციონირებს ოპერატიულთან მიახლოებულ რეჟიმში და საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ზღვის დინამიკური ველების – დინების, ტემპერატურისა და მარილიანობის სამდღიანი პროგნოზი 1 კმ გარჩევისუნარიანობით, ხოლო საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გამოვთვალოთ ზღვაში მოხვედრილი მინარევების კონცენტრაციები და დაჭუჭყიანების არეები.
საკვანძო სიტყვები – მათემატიკური მოდელი, დინების ველი, მინარევების გავრცელება, შავი ზღვა, პროგნოზული სისტემა.
გადმოწრეთ სრული ვერსია