უახლესი ტექნოლოგიების, და კერძოდ ინტერნეტის, განვითარების შედეგად აღმოცენდა ვერბალური ტექსტის ახალი სახეობა, რომელსაც დიგიტალური ტექსტი
ეწოდება. ვინაიდან ამგვარი ტექტის არსებობა განპირობებულია იმით, რომ კომუნიკატორი და ადრესატი, როგორც წესი, დიდ მანძილზე იმყოფებიან და ვერ ხედავენ ერთმანეთის უშუალო ემოციებს, ფართოდ გავრცელდა ისეთი მოვლენა, როგორიცაა ემოტიკონი, ანუ ტიპოგრაფიულ ნიშანთა კომბინაცია, რომელიც ემოციების გამოსახატავად გამოიყენება. მოცემულ სტატიაში მრავალრიცხოვან მაგალითებზე განიხილება ემოტიკონის სტრუქტურულ-სემანტიკური თავისებურებები.
საკვანძო სიტყვები: ემოტიკონი, ვირტუალური კომუნიკაცია, ემოციური განწყობა, გერმანულ ინტერნეტ ტექსტი
გადმოწრეთ სრული ვერსია 