ქსელური ინტერაქტიური აუდიტორია NetOp School

  • სტატიის დეტალები

    ავტორი:მარიამ ზაქარიაშვილი ირაკლი ჭიჭაშვილი

    ინსტიტუტი:იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თელავი, საქართველო.

    სხვა: iraklijt@gmail.com, mbagrationi@yahoo.com

  • გააზიარეთ
  • ანოტაცია
    ნაშრომის კვლევის ობიექტს წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის პროცესის ეფექტურობის ამაღლებისათვის.  კვლევის მიზანია სასწავლო პროცესში ვირტუალური სასწავლო გარემოს  მენეჯმენტში ინფო-ტექნოლოგიების გამოყენების რეკომენდაციების შემუშავება. სახელდობრ, განხილულია სასწავლო პროცესის მართვის  ძირითადი ტექნოლოგიური და პედაგოგიური ასპექტები NetOp School ინტერაქტიურ ვირტუალურ გარემოში.  წარმოდგენილია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში NetOp School  ქსელური კლასის  გარემოში (VLE) ინტერაქტიურ მეთოდებზე დაფუძნებული სწავლების პრატიკული მოდელი  სასწავლო პროექტის ფარგლებში „ჩემი ვირტუალური აუდიტორია“. წარმოდგენილია კვლევის შედეგების ანალიზი, ნაჩვენებია სასწავლო ვირტუალური გარემოს უპირატესობა სწავლების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით. საკვანძო სიტყვები:  სწავლების ვირტუალური გარემო (VLE- virtual Learning Environment), NetOp School - ქსელური ინტერაქტიური კლასი, ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიური და პედაგოგიური ასპექტები.
    გადმოწრეთ სრული ვერსია pdf