საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ფრანგულის, როგორც უცხო ენის სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია და მეტწილად
დამოკიდებულია მასწავლებელთა მოტივაციასა და კომპეტენციაზე. საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვამ სასწავლო პროცესში განაპირობა უცხო ენის სწავლების მეთოდების დახვეწა და სახეცვლილება. ტრადიციულ მეთოდს აღარაფერი აქვს საერთო დღეს არსებულ და აღიარებულ მეთოდებთან. შესაბამისად გაიზარდა უცხო ენაზე კომუნიკაციის როლი და მნიშვნელობა, გაფართოვდა ან საერთოდ მოიშალა საზღვრები. შესაბამისად აუცილებელი გახდა არა მხოლოდ ვასწავლოთ ფრანგული ენა არამედ ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ ფრანგული, როგორც უცხო ენა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია სწავლა/სწავლების პროცესში უკვე აუცილებლობას წარმოადგენს.
საკვანძო სიტყვები: ფრანგული ენა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, უცხო ენა, სწავლა/სწავლების მეთოდები
გადმოწრეთ სრული ვერსია 