CALL US
+995 598 43 20 68
E-MAIL
inso@atsu.edu.ge
LOCATION
ქუთაისი, თამარ მეფის N59

სტატიები

საინფორმაციო ტექნოლოგიები სტომატოლოგიაში

ანოტაცია: სტატიაში განხილულია  სტომატოლოგიის გაციფრულების  საკითხები და მისი განვითარების პერსპექტივები. სტატიაში ასევე განხილულია სტომატოლოგიაში გამოყენებული ძირითადი კომპიუტერული ტექნოლოგიები. სტატიაში  გაანალიზებულია სტომატოლოგიის კომპიუტერული პროგრამა  dental4 windows

საკვანძო სიტყვები: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ციფრული სტომატოლოგია,  Dental 4 Windows

შესავალი

კბილების დაავადებების მნიშვნელოვანი გავრცელება, პროფესიული სტომატოლოგიური დახმარების არასაკმარისი ხელმისაწვდომობა და პირის ღრუს დაავადებების დაგვიანებული მიმართვიანობის წილის ზრდა განაპირობებს სტომატოლოგიაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  დანერგვის აუცილებლობას.

ციფრული სტომატოლოგია არის მიმართულება, სადაც ინფორმაციული  ტექნოლოგიები გამოიყენება პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელია სტომატოლოგიის ყველა დარგში და მკურნალობის ყველა ეტაპზე. ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენება სტომატოლოგიის ყველა ასპექტში, დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმვისა და რესტავრაციის ჩათვლით; მოიცავს მთელ რიგ ტექნოლოგიებს, მათ შორის კომპიუტერის დახმარებით წარმოება (CAD/CAM), სამგანზომილებიანი (3D) ბეჭდვა, ხელოვნური ინტელექტი (AI) და ტელესტომატოლოგია.

დღესდღეობით ხშირია  პირის ღრუს დაავადებები, როგორიცაა კარიესი, პულპიტი  ან  პერიოდონტიტი. მათი მკურნალობა პაციენტებისა და ჯანდაცვის სისტემის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები კი  გვთავაზობს უფრო ეკონომიურ მიდგომას.

მაკა  ჯინჯიხაძე

კომპანია “მ. ჯ. დენტალი”, ქუთაისი, საქართველო

makajinjikhadze@gmail.com

სტატიის ნახვა

 

2023. მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. დამზადებულია BESRICH.Net-ში