აპლიკაცია Quizlet-ის გამოყენება უცხო ენის ლექსიკის სწავლებაში
ანოტაცია: უცხო ენების სწავლების პროცესში ლექსიკაზე მუშაობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ და გადამწყვეტ ფაქტორს. სტატიაში განხილულია Quizlet აპლიკაცია – ინტერაქტიული ონლაინ სწავლის პლატფორმა, რომელიც ენის შემსწავლელს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად შექმნას საგანმანათლებლო ფლეშ ბარათები, რაც დაეხმარება მას მარტივად დაიმახსოვროს სიტყვები, ივარჯიშოს და შეძლოს მათი ხშირად გამეორება. აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.
საკვანძო სიტყვები: უცხო ენის სწავლება, ლექსიკა, აპლიკაცია, ინტერაქტიული სავარჯიშოები.
თეონა ნიჟარაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქუთაისი, საქართველო
Categories