CALL US
+995 598 43 20 68
E-MAIL
inso@atsu.edu.ge
LOCATION
ქუთაისი, თამარ მეფის N59

სტატიები

ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება უცხო ენების სწავლა/სწავლების პროცესში

ანოტაცია:: მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მალე ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის განვითარების მთავარი კატალიზატორი გახდება. ზოგიერთი მათგანის აზრით, უახლოეს 50 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად დაიმკვიდრებს თავს ჩვენს ყოველდღიურობაში და სწორედ მისი დახმარებით ჩატარდება სასკოლო/საუნივერსიტეტო გამოცდები, გამოქვეყნდება მათ მიერ დაწერილი სტატიები და ინტერვიუები და ა.შ.

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უცხო ენების სწავლა/სწავლების პროცესში, სხვადასხვა აპლიკაციებს, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ვიმსჯელებთ იმაზე, თუ სად გადის ზღვარი, როგორ შეიძლება შეცვალოს ხელოვნურმა ინტელექტმა შეფასების ფორმები და სწავლების სტრატეგიები, რა გამოწვევებისთვის უნდა იყოს მზად მასწავლებელი თუ ლექტორი, რომელი საიტები, პროგრამები, აპლიკაციები დაგვეხმარება ვაქციოთ ხელოვნური ინტელექტი სწავლა/სწავლების იარაღად.

 

საკვანძო სიტყვები:  უცხო ენები, ხელოვნური ინტელექტი, ინოვაცია, ტექნოლოგიები, სწავლა/სწავლება

მირანდა ლომიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

miranda.lomidze@atsu.edu.ge

 

სტატიის ნახვა

2023. მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. დამზადებულია BESRICH.Net-ში