მობილური აპლიკაცია ჭკვიანი სახლის სისტემის მართვისათვის
ანოტაცია:სტატიაში განხილულია ბუნებრივი აირის გაჟონვის დაფიქსირება მობილური ტელეფონის აპლიკაციით, საცხოვრებელ ბინაში აირის მიწოდების შეწყვეტა ჩამკეტი სარქველის საშუალებით. ნაჩვენებია ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა-განხორციელდეს სისტემური მიდგომით,როგორც მოწყობილობის წარმოება, ასევე მათი ტექნიკური მომსახურება და სერტიფიცირება.
საკვანძო სიტყვები: აირი, გაჟონვა, ტექნიკურიმომსახურება, სერტიფიცირება.
- შესავალი
საკმაოდ რთულია გაუმკლავდე ისეთ საფრთხეს, რომელსაც ვერ ხედავ და ვერ აგემოვნებ. შედეგი დგება ლეტალური, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვისუნთქავთ ნახშირორჟანგს. მოწამვლის საფრთხე მატულობს, რადგან შეუძლებელია თქვენმა სხეულმა მხუთავი აირი იგრძნოს სუნით ან გემოთი. სწორად ამ ფაქტმა განაპირობა მისი საზარელი დასახელება – „მდუმარე მკვლელი“. ერთადერთი გზა, რომ აღმოაჩინოს მისი არსებობა არის გადამწოდი.
ნონა კუხიანიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
ანზორი ბაბუნაშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო