დიდი ზომის მონაცემთა შენახვა მობილურ აპლიკაციებში
დიდი ზომის მონაცემთა შენახვა მობილურ აპლიკაციებში
ანოტაცია – განხილულია დიდი ზომის მონაცემთა შენახვის ეფექტური საშუალებები მობილურ აპლიკაციებში. შემოთავაზებულია კონცეფცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისათვის („112“) შეიქმნას აპლიკაცია, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება ოპერატორთან კომუნიკაცია რეალურ დროში (ჩატი). საჭიროა ინფორმაციის შენახვა განხორციელდეს როგორც ლოკალურად მობილურ მოწყობილობაში SQLite მონაცემთა ბაზის ფაილური სისტემის გამოყენებით, ისე „112“-ის სერვერზე, სადაც განთავსებულია ფუნქციურ მოთხოვნათა ამოცანების გადაწყვეტის მხარდამჭერი მონაცემთა საცავი. წარმოდგენილია სისტემის პროგრამული რეალიზაციის სადემონსტრაციო ვერსია მობილური აპლიკაციის საფუძველზე.
საკვანძო სიტყვები — გადაუდებელი დახმარების ცენტრი. „112“. მონაცემთა ბაზა, მობილური აპლიკაცია, ანდროიდი, დუბლირება.


