პერსონალური მონაცემების კერძოსამართლებრივი დაცვის პრობლემა ინტერნეტსამყაროში
პერსონალური მონაცემების კერძოსამართლებრივი დაცვის პრობლემა ინტერნეტსამყაროში
ანოტაცია — ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საშუალებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუმცა, ამავე დროს, ის თავისი ხასიათით პერსონალური მონაცემების ხელყოფის საფრთხეს შეიცავს.
კვლევის მიზანია, დადგინდეს პერსონალური მონაცემების ცნების მოცულობა, გამოიკვეთოს პერსონალურ მონაცემებსა და კერძო სფეროს შორის მიმართება. ამასთან, აუცილებელია, განისაზღვროს სამოქალაქო სამართლის ის ნორმები, რომლებიც ინტერნეტის გამოყენებისას პერსონალური მონაცემების ხელყოფას უკავშირდება, რათა კერძო ინტერესის დაცვის მექანიზმები იყოს ნაპოვნი. შესაბამისად, საყურადღებოა საზოგადოების ინფორმირებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტის პრობლემა. ზოგადი ევროპული სტანდარტები ადასტურებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს. ეს განსაკუთრებით შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ-ის) მე-181 მუხლს, ვინაიდან ის არ შეიცავს რაიმე მითითებას, თუ რა ღონისძიება გატარდეს პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების შელახვისას პირის კერძო ინტერესის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, კვლევაში ნაჩვენებია ამ კონფლიქტის გადაწყვეტის გზები, რომლებიც უკავშირდება, ერთი მხრივ, დელიქტური სამართლის უზოგადესი ნორმის (992-ე მუხლი) გამოყენებას, მეორე მხრივ კი, საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას კანონის ანალოგიაზე (სსკ-ის მე-18 მუხ.) დაყრდნობით.
საკვანძო სიტყვები — პერსონალური მონაცემები, ინტერნეტი, ინტერნეტეპოქა, ინფორმაციული საზოგადოება, კერძოსამართლებრივი დაცვა.


