სამომხმარებლო ინტერფეისის განვითარების პრობლემები
ანოტაცია- სტატიაში წარმოდგენილია სამომხმარებლო ინტერფეისის განვითარების საკითხები: ინტერფეისის ელემენტების სისტემის დამუშავება; სისტემასთან ურთიერთქმედების ანბანი, ცალკეული ელემენტებისა და ელემენტთა ჯგუფების ეფექტური ფორმა; მომხმარებელის ყურადღებისა და სისტემის აქტიურობის წერტილების სინქრონიზირება; პროგრამის ინტერაქტიული შესაძლებლობისა და მისი მომხმარებელზე მიწოდების მექანიზმების სირთულეს შორის ბალანსის დაცვა; მომხმარებელის ყურადღებისა და სისტემის აქტიურობის წერტილების სინქრონიზირება; კონცეპტუალური დიზაინის ჩამოყალიბება; წარმოდგენილ საკითხებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ინფორმაციის აღქმის ფსიქოლოგიური ასპექტები, რომელთა გათვალისწინებას მნიშვნელოვნი როლი ენიჭება სამომხმარებლო ინტერფეისის შემუშავების პროცესში.
საკვანძო სიტყვები–ინტერფეისი, მომხმარებელი, ფსიქოლოგიური ასპექტი, კონცეპტუალური დიზაინი, სისტემა, კომპიუტერული ტექნოლოგიები.


